ლუუკ დე იონგი: მწვრთნელი აღარ მელაპარაკება!

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ბუნდესლიგის პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა და მესამე ადგილზეა, მაგრამ ლუსიენ ფავრის გუნდში ყველა როდია ბედნიერი.

23 წლის ჰოლანდიელ თავდამსხმელ ლუუკ დე იონგს, რომლის სანაცვლოდაც მიონხენგლადბახელებმა თავის დროზე 12 მილიონი ევრო გადაიხადეს, ძირითად შემადგენლობაში ერთხელაც არ უთამაშია, რის გამოც ძალიან გაბრაზებულია და სასწრაფოდ კლუბის გამოცვლა უნდა. როგორც ირკვევა, "გლადბახის" თავკაც ლუსიენ ფავრს დე იონგი აღარ სჭირდება.

"სამწუხაროდ, მწვრთნელი ისე იქცევა, რომ ვხვდები, საჭირო აღარ ვარ. ლუსიენ ფავრი არც კი მელაპარაკება! ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი პირველი წრე იყო
, -
აცხადებს დე იონგი და იქვე დასძენს, - განსაკუთრებით, "ვოლფსბურგთან" მატჩში მომხდარმა ფაქტმა გამაბრაზა: ფავრმა მოედანზე საფინალო სასტვენამდე 11 წამით ადრე შემიშვა. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის!"

ჰოლანდიელი დარწმუნებულია, რომ ფავრი არც მეორე წრეში შეცვლის რამეს და "გლადბახის" დატოვება მყარად აქვს გადაწყვეტილი. ცნობილია, რომ მისი გადაბირება "ნიუკასლს" უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული