2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავკაცი იუპ ჰაინკესია.
შარშან 68 წლის სპეციალისტის დამოძღვრილმა მიუნხენურმა კლუბმა მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა, გერმანიის თასი და გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
შეგახსენებთ, რომ ჰაინკესთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში პრეტენდენტები "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი და დორტმუნდის "ბორუსიას" დამრიგებელი იურგენ კლოპი იყვნენ.