"ბაიერნს" ჩავი უნდოდა, მაგრამ... ტრანსფერი გვარდიოლამ არ დაუშვა!

AutoSharing Option
ჩავი ერნანდესი "ელ მუნდო დეპორტივოს" კორესპონდენტს ბევრ რამეში გამოუტყდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თურმე 2008 წელს "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ლიდერი ძალიან ახლოს იყო მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ტრანსფერი არ შედგა, ხოსეპ გვარდიოლა გახლდათ!

"მიუნხენელთა დაინტერესება ძალიან სერიოზული იყო, - აცხადებს 33 წლის ჩავი, - "ბაიერნს" ჩემი გადაბირება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე უნდოდა. მეტიც: შედგა შეხვედრა "ბაიერნის" ხელმძღვანელებსა და ჩემს აგენტს შორის. მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დაწყებული იყო."

სწორედ მაშინ ჩაერთო საქმეში გვარდიოლა, რომელსაც "ბარსას" მთავარი
მწრთნელის პოსტი ახალი ჩაბარებული ჰქონდა. ჩავი ამბობს, რომ პეპმა დაიბარა.

"მაშინ არაფრის დრო არ გვქონდა. პეპმა დამიძახა და მითხრა, რომ ჩემი გაშვება არ შეეძლო. ეს წინადადება მან რამდენჯერმე გამიმეორა და დასძინა, "ბარსელონაში" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც აქედან წასვლის უფლება, უბრალოდ, არ აქვთო,
" - იხსენებს ჩავი.

ცხადია, რომ ჩავის ეს გადაწყვეტილება არასდროს უნანია, რადგან "ბარსელონასთან" ერთად ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ესპანეთის თასი.

"მას მერე ხშირად მიფიქრია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დიდი ხანია, გადაწყვეტილი მაქვს, რომ კარიერა "ბარსელონაში" დავასრულო. ახლა ისე მოხდა, რომ თვითონ პეპი აღმოჩნდა "ბაიერნში". ასეთია ფეხბურთი,
" - ამბობს ჩავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული