"მგლებმა" კევინ დე ბრუინი წარადგინეს

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი ამ პერიოდში ჯერჯერობით "ვოლფსბურგმა" სრულყო: 19 იანვარს "მგლებმა" ლონდონის "ჩელსიდან" შეძენილი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ოფიციალურად წარადგინეს და 22 წლის ფეხბურთელმა ახალ თანაგუნდელებთან პირველად ივარჯიშა. ბელგიელმა "ვოლფსბურგთან" კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, "ჩელსიმ" დე ბრუინის სანაცვლოდ 17.5 მილიონი ევრო უკვე მიიღო და თუ "ვოლფსბურგი" ევროტურნირებზე მოხვდება, ფასი 22 მილიონამდე გაიზრდება.

რაც შეეხება ხელფასს: კევინი "ვოლფსბურგში" წელიწადში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. "მიხარია, რომ აქ ვარ და მიხარია, რომ ფეხბურთს ვითამაშებ," - განაცხადა დე
ბრუინმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული