თომას მიულერი: მიუნხენის "ბაიერნში" ეგოისტების ადგილი არაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი თომას მიულერი მიიჩნევს, რომ ისეთ გუნდში, როგორიც "ბაიერნია", მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაში რთულია.

"ბუნდესგუნდის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა როტაციას ხშირად მიმართავს და "აინტრახტთან" (5:0) შეხვედრაში მიულერი სკამზე დასვა.

თავად მიულერი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება.

"მოედანზე მხოლოდ 11 ფეხბურთელს შეუძლია თამაში. ეს ეხება როგორც რიგით, ისე მნიშვნელოვან მატჩებს.

გასულ სეზონში გუნდურობის ხარჯზე ყველა ტიტული მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვერ ვიქნები, როცა მნიშვნელოვან მატჩებში მწვრთნელი არ მენდობა და ეს სხვა ფეხბურთელებსაც ეხება.

თუმცა, ამის მიუხედავად, გუნდის ინტერესები
საკუთარზე მაღლა უნდა დააყენო. წარმატება ყოველთვის მთელ გუნდზე ნაწილდება, რადგან თითოეულმა თავისი წვლილი ჩადო ამაში. "ბაიერნში" ეგოისტების ადგილი არაა",
- თქვა მიულერმა.

მომზადებულია Kicker-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული