კაპიტანი კობი და დამარცხებული "ჰამბურგი"

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-20 ტურში ლევან კობიაშვილის ბერლინის "ჰერტა" "ჰამბურგს" ესტუმრა და 3:0 გაანადგურა.

"ჰამბურგი" გასავარდნ ზონაშია, ხოლო "ჰერტა" 31 ქულით მე-7 ადგილზეა.

ლევან კობიაშვილი არა მარტო სასტარტოში იყო, არამედ, ქართველ ვეტერანს დაცვის ცენტრში მოუწია გარჯა და კაპიტნის სამკლავურიც მას ეკეთა.

მე-15 წუთზე სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, თუმცა ადრიან რამოსის დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. "ჰამბურგელებს" ზეიმი არ დასცადლათ, კუთხურიდან ჩამოწოდებული რამოსმა თავით სამი ალაგუის დაუგდო და ტუნისელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა.

23-ე წუთზე რამოსმა თავურით გამოიჩინა თავი, ხოლო 38-ე წუთზე იოჰანეს ვან დენ ბერგის
პასით. ეს რამოსის მე-14 გოლი იყო სეზონში.

ლევანმა მთელი შეხვედრა უჯარიმოდ ითამაშა, ორჯერ გადაეღობა მეტოქის დარტყმულს და 15 პასი გააკეთა. "შპორტალმა" მას 3,5 ბალი დაუწერა: "კობი ბურთს მხოლოდ 24-ჯერ შეეხო, რაც "ჰამბურგის" უსუსურობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. მან თავისი საქმე ნორმალურად შეასრულა, თუმცა დიდად გაუმართლა დაცვის ცენტრში ასე კარგად მოთამაშე პარტნიორი რომ ჰყავდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული