შეხვედრა სტუმართა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი თამაშის 83-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით იურგენ კლოპის გუნდი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. "ბორუსიას" მომავალი მეტოქის ვინაობა კი წილისყრით გაირკვევა.
დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
"ეს 2014 წელს ჩემი გუნდის მიერ ჩატარებული მეორე, მართლა კარგი თამაში იყო. უკეთესად, უბრალოდ, შეუძლებელია. ეს ყველაფერი კი იმის მიმანიშნებელია, რომ "ბორუსია" სწორ გზაზე დგას.
ჩვენ ვახერხებდით მეტოქის
ორივე გუნდი მოედანზე ძალიან მოტივირებული იყო და ცდილობდა გამარჯვებას", - თქვა კლოპმა.
ასევე იხილეთ:
გერმანიის თასი. 1/4 ფინალი: ათამაშებს პეპ გვარდიოლა შვაინშტაიგერს?