გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: "ბაიერნმა" "ჰამბურგსაც" გადაუარა [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის "ბაიერნმა" "ჰამბურგი" იოლად გაანადგურა და გერმანიის თასის ნახევარფინალში გავიდა.

ხუთიდან სამი გოლი მარიო მანჯუკიჩის ანგარიშზეა და ისიც აღსანიშნავია, რომ ხოსეპ გვარდიოლამ ტონი კროოსი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა გამოჯანმრთელებულმა ბასტიან შვაინშტაიგერმაც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანიის თასის მეოთხედფინალს უსენსაციოდ არ ჩაუვლია: ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე მყოფი "ლევერკუზენი", მოულოდნელად, მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "კაიზერსლაუტერნთან" დამარცხდა და თასის გათამაშებას დაემშვიდობა.

გერმანიის თასის მეოთხედფინალი სამშაბათს, ფრანკფურტის "აინტრახტისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" დაპირისპირებით დაიწყო - იურგენ კლოპის გუნდმა მეტოქე მატჩის მიწურულს, პიერ-ემერიკ ობამეიანგის
გოლით გატეხა და ნახევარფინალში გააღწია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
დორტმუნდელებმა გამარჯვების გოლი ასე გაიტანეს: ჰენრიხ მხითარიანმა კუთხური ჩააწოდა, სებასტიან კელმა ბურთს მიმართულება შორეული ძელისკენ შეუცვალა, სადაც გაბონელმა ობამეიანგმა ყველას აჯობა და ბურთი "აინტრახტის" კარში მოკლე დისტანციიდან, თავით გადაგზავნა.

ამ გოლით "დორტმუნდს" მთელი მატჩის გარჯა გვიან, მაგრამ მაინც დაუფასდა. მიუხედავად იმისა, რომ "ბორუსია" მისთვის უჩვეულოდ ასაკოვანი ფეხბურთელებით თამაშობდა, კლოპის შეგირდებს დაღლა ერთი წუთითაც არ დასტყობიათ და ტრადიციულად, ბევრს დარბოდნენ.

რაკი მატს ჰუმელსი, ნევენ სუბოტიჩი, ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი, სვენ ბენდერი და იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ტრავმირებულები არიან, დორტმუნდელთა ძირითად შემადგენლობაში ვეტერანები, 33 წლის სებასტიან კელი და 34 წლის მანუელ ფრიდრიხი ვიხილეთ. შესაბამისად, "ბორუსიას" ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი 28.05 წელი გახლდათ, რაც კლოპის ფორმაციის "დორტმუნდისთვის" რეკორდია.

ფრანკფურტელებს კაპიტანი პირმინ შვეგლერი აკლდათ, საუკეთესო საგოლე მომენტი კი "აინტრახტში" სებასტიან როდემ, 30-ე წუთზე ვერ გამოიყენა. მთელი მატჩის განმავლობაში მძაფრი დუელი მიდიოდა დორტმუნდელთა გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკისა და "აინტრახტის" მცველ კარლოს სამბრანოს შორის.

მათ ერთმანეთს რამდენჯერმე "შეუღრინეს", მატჩის შემდეგ კი "ბორუსიას" მენეჯერმა მიხაელ ცორკმა თქვა, მსაჯს სამბრანო აუცილებლად უნდა გაეძევებინაო.

თუმცა არბიტრმა სამბრანო რომ არ გააძევა, ეს კლოპისთვის და მისი შეგირდებისთვის უკვე სულ ერთია, რადგან "ბორუსია" გავიდა ნახევარფინალში, რომელიც 15 და 16 აპრილს გაიმართება.

"შესვენებაზე ლევანდოვსკის ისე ვარიგებდი, როგორც მამა დაარიგებს საკუთარ შვილს. ვეუბნებოდი, სიმშვიდე შეინარჩუნე, შენი პროვოცირება უნდათ-მეთქი,"
- ეს კლოპის სიტყვებია.

აღსანიშნავია, რომ "ბორუსია" ბუნდესლიგის მომდევნო ტურშიც "აინტრახტს" ეთამაშება.

გერმანიის თასი. 1/4-ფინალი
12 თებერვალი
ჰამბურგი-ბაიერნი 0:5
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (22), 0:2 დანტე (26), 0:3 რობენი (54), 0:4 მანჯუკიჩი (74), 0:5 მანჯუკიჩი (76)
ჰამბურგი (4-2-1-2-1): ადლერი - ლამი, თაა, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი (72. ბუი), რინკონი - ჩალჰანოღლუ (71. ზუა) - ოლა ჯონი, ილიჩევიჩი - ვან დერ ვაარტი (40. არსლანი).
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი (49. ხავი მარტინესი), დანტე, ალაბა - ლამი (65. შვაინშტაიგერი) - რობენი, ტ. კროოსი, ტიაგო ალკანტარა (64. შაჩირი), გიოტცე - მანჯუკიჩი.
გაფრთხილება: ლამი, არსლანი, რინკონი
მაყურებელი: 57 000

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 2:3

გოლები: 0:1 როდრიგესი (26-პენ), 1:1 რობერტო ფირმინო (39), 1:2 როდრიგესი (44-პენ), 1:3 დოსტი (64), 2:3 რობერტო ფირმინო (91)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - შტრობლი, ზიულე, ვესტერგაარდი, ბეკი - რუდი, პოლანსკი (67. შიპლოკი) - ფოლანდი (82. ჰამადი), სალიჰოვიჩი, ელიუნუსი (61. მოდესტე) - რობერტო ფირმინო.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი (46. მედოიევიჩი), ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, ტრეში - არნოლდი (80. ოლიჩი), დე ბრუინი, პერიშიჩი - დოსტი (74. მ. შეფერი).
გაფრთხილება: ფოლანდი, პოლანსკი, შიპლოკი - ლუის გუსტავო
გაძევება: როდრიგესი (70. ვოლფსბურგი)
მაყურებელი: 13 347

ლევერკუზ-კაიზერსლ. 0:0 (0:1 დ.დ.)
გოლი: 0:1 იენსენი (114)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი, ვოლშაიდი, თოფრაქი, გუარდადო - როლფესი - ლ. ბენდერი (66. ჰეგელერი), ჩანი - სემი (66. კასტრო), სონი - დერდიოკი (34. კისლინგი).
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ზიპელი - დიკი, შიმუნეკი (111. ჰაინტცი), ტორეხონი, ლიოვე - ალუში, კარლი - მატმური, რინგი (71. იდრისუ), იენსენი - ოუშენი (85. ლაკიჩი).
98-ე წუთზე იდრისუმ (კაიზერსლაუტერნი) ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
გაფრთხილება: სემი, ჩანი, თოფრაქი, სონი - ლიოვე, კარლი, ზიპელი, ლაკიჩი
მაყურებელი: 25 244

11 თებერვალი
აინტრახტი-დორტმუნდი 0:1
გოლი: 0:1 ობამეიანგი (83)
აინტრახტი (4-1-2-1-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, მადლუნგი, ჯაპკა - რუსი - როდე, ფლუმი (83. ვაისი) - ა. მაიერი - აიგნერი, კადლეცი (46. როზენტალი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, შმელცერი - კელი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი (94. შიბერი), მხითარიანი (89. ი. ჰოფმანი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: რუსი, როდე, ფლუმი - სოკრატისი, შმელცერი, ობამეიანგი
მაყურებელი: 51 500

ნახევარფინალი
16 აპრილი

ბაიერნი-კაიზერსლაუტერნი
დორტმუნდი-ვოლფსბურგი


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული