ბერტ ვან მარვეიკი თუ მაინც მაგათი?

AutoSharing Option
"ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელი 12 თებერვალს, "ბაიერნთან" გერმანიის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაშიც ბერტ ვან მარვეიკი გახლდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმძიმეს კრიზისში მყოფ ჩრდილოგერმანულ კლუბს ბუნდესლიგის მომდევნო ტურშიც 61 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

"ჰამბურგის" ხელმძღვანელების გარკვეულ ნაწილს ფელიქს მაგათის დანიშვნა უნდა, მაგრამ ამისათვის "დესპოტ ფელიქსს" დირექტორთა საბჭოს წევრების უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი. ვან მარვეიკი თუ მაგათი - "ჰამბურგის" ბოსებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

სამეთვალყურეო საბჭოს ვან მარვეიკთან ერთად სპორტული დირექტორის, ოლივერ კროიცერის გაშვებაც უნდა. საბჭოს წევრები უკვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ გუნდი
მაგათს ჩააბარონ და სპორტული დირექტორის ფუნქციებიც ფელიქსს შეუთავსონ, მაგრამ ამ ნაბიჯისთვის მწვანე შუქის ანთება მხოლოდ დირექტორთა საბჭოს შეუძლია, სადაც ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. 11 თებერვალს "ჰამბურგის" შეფები რვა (!) საათის განმავლობაში თათბირობდნენ, მაგრამ კონსენსუსს მაინც ვერ მიაღწიეს.

"თუ ჰამბურგში მაგათს დანიშნავენ, მაშინ ეს ნაბიჯი სწრაფად უნდა გადადგან, რადგან დრო აღარ ითმენს. არ მინდა, რომ "ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში გავარდეს,"
- ეს ფრანც ბეკენბაუერის სიტყვებია, რომელიც "ჰამბურგში" 1980-დან 1982 წლამდე თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლა საცოდაობა იქნება ასეთი წარსულის მქონე კლუბის ქვედა დივიზიონში დაქვეითება მაგრამ მაგათი შეძლებს ამ იმედების გამართლებას ეჭვი მაქვს სულ ხელში შემოეშლება ეს კლქტივი მაგის დესპოტურ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ
Nebula..
14:11 13-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული