დღის კარიკატურა: კროოსი გააფრთხილეს, რომ არ უნდა "ითამაშოს პოკერი" "ბაიერნთან" ერთად

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ Goal.com-ის ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის სახალისო კარიკატურას, შესაბამისი ინტერპრეტაციით აქტუალურ საფეხბურთო მოვლენებზე.

მეჰმეთ შოლმა ტონი კროოს მოუწოდა, რომ "არ ითამაშოს პოკერი" "ბაიერნთან" ერთად, ვიდრე არ დასრულდება მის კონტრაქტთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია.

24 წლის ნახევარმცველს ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია მიმდინარე ხელშეკრულება კლუბთან, რომელიც მას 2015 წელს ეწურება, მაშინ, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი დევიდ მოიესი, უკვე შეხვდა ფეხბურთელის აგენტს იანვარში.

"ვფიქრობ, არ იქნება გონივრული, ტონიმ ხშირად "ითამაშოს პოკერი" "ბაიერნთან" ერთად.

ასე რომ, როგორც ჩანს, მისი ამჟამინდელი ხელფასი საკმარისია იმისათვის, რომ მას
ჰქონდეს თბილი კერძი სუფრაზე უკვე დღეში ორჯერ!", - განაცხადა მეჰმეთ შოლმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული