ბუნდესლიგა. XI ტური: თომას მიულერის ჰეთ თრიქით [VIDEO]

AutoSharing Option
8 ნოემბერს გერმანიის ბუნდესლიგაში მე-11 ტურის თამაშები გაიმართა.

ფრანკფურტში "აინტრახტმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და ვერაფერს გახდა - 0:4. გამარჯვებაში ლომის წილი თომას მიულერმა დაიდო, რომელმაც "აინტრახტის" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, ერთი გოლიც შვეიცარიელი ჯერდან შაჩირის ანგარიშზეა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "არ მინდა ვისმენდე, როგორ კარგად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. გარეთ მხოლოდ ნოემბერია.

"ბაიერნი" ჯერ ნამდვილად ვერ აჩვენებს თამაშის ისეთ დონეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოგვაგებინებდა. ბევრ ასპექტში უნდა გავაუმჯობესოთ თამაში".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რობერტო დი მატეოს "შალკე" სტუმრად დამარცხდა "ფრაიბურგთან" - 0:2, ხოლო ჰოფენჰაიმში
უხვგოლიან მატჩში სტუმარმა "კიოლნმა" 4:3 იმარჯვა. დუბლები შეასრულეს მასპინძელმა რობერტო ფირმინომ და სტუმართა მცველმა პაველ ოლკოვსკიმ.

ლევერკუზენის "ბაიერი" ძველებურად ვეღარ თამაშობს, გუნდმა შინ "მაინცს" ვერ მოუგო - 0:0.

"აუგსბურგის" ნახევარმცველმა ტობიას ვერნერმა დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი "პადერბორნს" 3:0 მოუგო.

ვიქტორ სკრიპნიკის "ვერდერმა" კვლავ იმარჯვა, ამჯერად "შტუტგარტი" დაამარცხა - 2:0.

აუგსბურგი-პადერბორნი 3:0
გოლები: 1:0 ვერნერი (7), 2:0 ვერნერი (47), 3:0 კოლსენი-ბრეიკერი (68)

ლევერკუზენი-მაინცი 0:0

აინტრახტი-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 მიულერი (22), 0:2 მიულერი (64), 0:3 მიულერი (67), 0:4 შაჩირი (86)

ფრაიბურგი-შალკე 2:0
გოლები: 1:0 გიუნტერი (22), 2:0 შმიდი (68)

ჰოფენჰაიმი-კიოლნი 3:4
გოლები: 1:0 სალაი (2), 1:1 ოლკოვსკი (5), 1:2 ლემანი (12), 1:3 უჯა (35), 2:3 ფირმინო (39), 3:3 ფირმინო (45), 3:4 ოლკოვსკი (83)

ვერდერი-შტუტგარტი 2:0
გოლები: 1:0 პრიოდლი (30), 2:0 ბარტელსი (57)

1. ბაიერნი - 27 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 20; 3. გლადბახი - 20.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული