მესუთ იოზილს მამამისმა სასამართლოში უჩივლა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველ მესუთ იოზილს სასამართლო დავაში მოუხდა ჩაბმა, რომელიც მის წინააღმდეგ მამამისმა წამოიწყო.

ამას წინათ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა მამამისი კუთვნილი მარკეტინგული კომპანია Marketing GmbH-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ ნაბიჯით აღშფოთებულმა მუსტაფამ ვაჟიშვილს სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ ფეხბურთელს მისთვის კომპენსაციის სახით 493 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა.

თავიდან ამ მოთხოვნის შესრულებაზე უმცროსმა იოზილმა უარი განაცხადა, ბოლო ხანს კი მამა-შვილმა საერთო ენა მაინც გამონახა და საკითხი ოჯახურად გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეთ მამა-შვილობას რა ვუთხარი )
dato
11:15 14-11-2014
0

სიახლეები პოპულარული