ბუნდესლიგის მეკარე საბრძოლო შოუში გადადის

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილ მეკარეს, ტიმ ვიზეს 15 ნოემბერს ფრანკფურტში დებიუტი ექნება რესტილინგში.

საბრძოლო შოუს ორგანიზატორია კომპანია World Wrestling Entertainment-ი, რომელიც სწორედ ამგვარი შოუების მოწყობით არის დაკავებული.

როგორც გამოცემა Bild-ი იუწყება, სავარაუდოდ, 32 წლის ვიზე არ იჩხუბებს პროფესიონალი რესტლერების წინააღმდეგ და მას ღონისძიებაზე სარეკლამო მიზნებით გამოიყენებენ.

"ვერდერის", "კაიზერსლაუტერნისა" და "ჰოფენჰაიმის" ყოფილ მეკარეს ჯერ არ გაუფორმებია კონტრაქტი World Wrestling Entertainment-თან. მისმა ახალმა იმიჯმა და აღნაგობამ გააოცა სპორტული სამყარო. ბევრი აღნიშნავს, რომ ვიზემ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია ბოდიბილდინგის სფეროში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული