"დორტმუნდმა" ნაკრებში ობამეიანგი ებოლას ვირუსის შიშით არ გაუშვა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ებოლას ვირუსმა საფრთხე შეუქმნა აფრიკის თასის 2015 წლის გათამაშებას. მაროკომ უარი განაცხადა ტურნირის ორგანიზებაზე და ამ ქვეყნის ნაკრებმა ამის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პრობლემა - ევროპულ კლუბებს არ სურთ თავიანთი აფრიკელი ლეგინერების გაშვება კონტინენტის პირველობაზე.

და ერთმა კლუბმა მიაღწია მიზანს - "დორტმუნდმა" გაბონის ნაკრებში არ გაუშვა პიერ-ემერიკ ობამეიანგი ანგოლასთან და ლესოტოსთან შესარჩევ მატჩებში მონაწილეობისთვის.

"ისტერიკაში არ ვართ, უბრალოდ, ექიმების რჩევებს ვითვალისწინებთ. გვაქვს ვალდებულება - დავიცვათ ჩვენი მოთამაშეების უსაფრთხოება", - განაცხადა "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაილ
ცორკმა.

ექსპერტების შეფასებით, "დორტმუნდის" ხელმძღვანელობას ზედმეტი მოუვიდა, რადგან თავდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ობამეიანგს საფრთხე არ ემუქრებოდა. თავად ფეხბურთელმა "ბილდს" განუცხადა, რომ მისმა კლუბმა შეცდომა დაუშვა და სავარაუდოდ, მეორე მატჩისთვის მოასწრებს ნაკრებში ჩასვლას.

ბუნდესლიგის სხვა კლუბებიდან აფრიკელი ლეგიონერები გაემგზავრნენ შესარჩევ მატჩებზე: ტრაორე ("გლადბახი", გვინეა), მაკიადი ("ვერდერი", კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), კალუ ("ჰერტა", კოტ დ'ივუარი), სანე ("ჰანოვერი", სენეგალი), ბაბა ("აუგსბურგი", განა), ჩუპო-მოტინგი ("შალკე", კამერუნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ებოლა ....
ბერდია ჯანელიძე
14:43 14-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული