მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების კარს ესპანეთთან მატჩში ვერ დაიცავს

AutoSharing Option
ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი.

როგორც გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი წერს, 28 წლის გოლკიპერმა დატოვა მსოფლიოს ჩემპიონის ბანაკი მარჯვენა მუხლის არეში ტკივილის გამო.

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ არ სურს, ნოიერის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს.

ბუნდესნაკრების სათადარიგო მეკარეები არიან რომან ვაიდენფელერი და რონ-რობერტ ცილერი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და გერმანიის ამხანაგური მატჩი 18 ნოემბერს, ქალაქ ვიგოში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული