ლუკას პოდოლსკის "თხები" მოენატრა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელს, ლუკას პოდოლსკის მომავალში "კიოლნში" დაბრუნება სურს. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს განზრახული აქვს ლონდონური კლუბის დატოვება, რადგან არ გააჩნია სათამაშო პრაქტიკა.

"შემიძლია წარმოვიდგინო უახლოეს წლებში "კიოლნში" დაბრუნება. ეს გუნდი ძველებურად მიყვარს, მსურს მისი ჰიმნის მოსმენა და იმ შეგრძნების გახსენება, როცა "კიოლნის" მაისურით გავდიოდი მოედანზე", - აცხადებს პოდოლსკი ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან კომენტარში.

მიმდინარე სეზონში პოდოლსკიმ ინგლისის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. შეგახსენებთ, რომ გერმანელი "კიოლნის" ღირსებას 2003-06 და 2009-12 წლებში იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული