მარიო გიოტცეს ლეგენდარული ბუცი აუქციონზე 2 მილიონ დოლარად გაიყიდა

AutoSharing Option
ბუცში, რომლითაც გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა მარიო გიოტცემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში
გამარჯვების გოლი არგენტინას გაუტანა, 2 მილიონი ევრო გადაიხადეს.

გიოტცემ ბუცის აუქციონის წესით გასხვისების სურვილი ერთი კვირის წინ გამოთქვა - პირობის თანახმად, მისი მფლობელი ის გახდებოდა, ვინც სპეციალურ საქველმოქმედო აქციაში ყველაზე დიდ თანხას გადაიხდიდა.

"ეს წარმოუდგენელია. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. ორი მილიონი - ეს ძალიან დიდი თანხაა", - თქვა ფეხბურთელმა.

6 დეკემბერს საღამოს ერთერთ გერმანულ ტელეარხზე სპეციალური შოუ გაიმართება, რომელიც საზოგადოებას ბუცის ახალ მფლობელს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართული
მუნდიალის ფინალში, მატჩის 113-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ანდრე შიურლემ მარცხენა ფლანგზე გაინავარდა, ჩააწოდა, მარიო გიოტცემ ბურთი მკერდით გაიჩერა და ახლო მანძილიდან შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა - 1:0.

ასევე იხილეთ:
გერმანია-არგენტინა 0:0 (1:0 დ.დ) - მეოთხე ვარსკვლავი [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაკიდული ფულიტ,ტშვენ ფედერაციას არ დაეხმარება?
kiku
18:19 06-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული