"ბაიერნს" ბონუჩი მოუნდა, "მილანს" - იმობილე

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მცველის, ლეონარდო ბონუჩის მიმართ დაინტერესებას გამოხატავს. როგორც გამოცემა Tuttosport-ი იუწყება, ფეხბურთელის გადაბირება პირადად რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას სურს. უახლოეს ხანში "ბაიერნი" მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს, გარიგება კი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას შედგეს.

ასევე, იტალიური პრესა წერს ბონუჩის მიმართ "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან დაინტერესების შესახებ.

მიმდინარე სეზონში 27 წლის მცველმა "იუვენტუსის" რიგებში 14 მატჩი ჩაატარა და ყველა შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო.

* * *
იმავე Tuttosport-ის ინფორმაციით, "მილანი" აპირებს იანვარში იჯარით აიყვანოს დორტმუნდის "ბორუსიას"
ფორვარდი ჩირო იმობილე.

როგორც იცით, იმობილე "ბორუსიაში" წლევანდელ ზაფხულში "ტორინოდან" 19 მილიონ ევროდ გადავიდა. მან გერმანულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ სეზონში 24 წლის ფორვარდმა ცხრა მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ორი გოლი გაიტანა. ასევე, მის ანგარიშზეა ჩემპიონთა ლიგის ოთხ მატჩში სამი გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული