ბერლინის "ჰერტასთან" მატჩში მან ტრავმა მიიღო და მოედანი 35-ე წუთზე დატოვა. მხითარიანი იაკუბ ბლაშიკოვსკიმ შეცვალა.
ეს სომეხი ფეხბურთელის უკვე მეორე ტრავმაა გერმანიის ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონში.
კლუბის ექიმების ცნობით მხითარიანი ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე დარჩენილ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს "ბორუსია" საკუთარ მოედანზე "ვოლფსბურგს" შეხვდება, ხოლო 20 დეკემბერს ბრემენში "ვერდერს" დაუპირისპირდება.
ამასთან ერთად გეტყვით, რომ კლუბის ლაზარეთში ასევე იმყოფება გუნდის ლიდერი მარკო როისი.
მომზადებულია bvb.de-ს