"ვოლფსბურგის" დირექტორმა მიუნხენის "ბაიერნს" შეუტია

AutoSharing Option
სკანდალური განცხადება გააკეთა "ვოლფსბურგისა" და "პადერბორნის" შეხვედრის შემდეგ "მგლების" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა.

"ვოლფსბურგის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი უკმაყოფილო დარჩა მთავარი არბიტრის, მანუელ გრეფეს მსაჯობით და მას ყველა საკამათო ეპიზოდი გაუხსენა.

"დოსტის გოლი პირველ ტაიმში აბსოლუტურად "სუფთა" იყო. შესვენების შემდეგ კი ჰოლანდიელზე ჯარიმისთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო. სხვა საკამათო ეპიზოდებიც ვნახეთ. დარწმუნებული ვარ, მიუნხენში გრეფე ანალოგიურ მომენტებში სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებდა", - განაცხადა კლაუს ალოფსმა. ამით მან მიანიშნა სამსაჯო კორპუსის სიმპათიებზე "ბაიერნის" მიმართ.

აღვნიშნავთ, რომ "ვოლფსბურგის" დამრიგებელი დიტერ ჰეკინგი ასევე შეეხო პრესკონფერენციაზე მსაჯობის თემას,
მაგრამ ქულების დაკარგვა არბიტრის შეცდომებისთვის არ დაუბრალებია.

"პადერბორნთან" ფრის შემდეგ "ვოლფსბურგის" ჩამორჩენა "ბაიერნთან" 9 ქულამდე გაიზარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული