* * *
"ბაიერნის" უახლოესმა მდევარმა "ვოლფსბურგმა" ბოლო ორ მატჩში ვერ მოიგო. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ორი ტურის წინ "პადერბორნთან" ფრე. ახლა "მგლები" ეცდებიან, ეს მინი-სერია შინ "კიოლნთან" მატჩში შეწყვიტონ. ამასთან, არ უნდა დაივიწყონ, რომ "თხები" ქულების უმეტეს ნაწილს გასვლით მატჩებში აგროვებენ (19-დან 13 ქულა).
საერთოდ, "ვოლფსბურგს" ბუნდესლიგის გუნდებს შორის ყველაზე კარგი ბალანსი სწორედ "კიოლნთან" აქვს და ბოლო
და კიდევ, "კიოლნს" ერთადერთ მატჩში აქვს "ვოლფსბურგთან" სტუმრად გოლი გატანილი.
* * *
მხიარული თამაში უნდა იყოს ლევერკუზენში, "ბაი-არენაზე" ადგილობრივ კლუბსა და "აინტრახტს" შორის. ეს გუნდები 58-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და არასოდეს დაფიქსირებულა 0:0; თან, წელს ყველაზე მეტი გოლი სწორედ ფრანკფურტული კლუბის მატჩებში გადის. ამის დამადასტურებელია თუნდაც ბოლო ტური, როცა "აინტრახტმა" და "ჰერტამ" 4:4 ითამაშეს.
სხვათა შორის, ეს გუნდები გასულ სეზონში, ასევე დეკემბერში შეხვდნენ ერთმანეთს ლევერკუზენში და მაშინ მარკო რუსის გოლით "აინტრახტმა" 1:0 მოიგო.
* * *
რთული მატჩი ელის სტუმრად "აუგსბურგთან" მიონხენგადბახის "ბორუსიას". მათ ექვსმატჩიან დაპირისპირებაში ლუსიენ ფავრის გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო, სტუმრად კი არასოდეს გაუმარჯვია. მატჩის ერთ-ერთი ინტრიგაა "აუგსბურგის" არგენტინელი ფორვარდი რაულ ბობადილია, რომელიც "ბორუსიას" ექსმოთამაშეა. გლადბახელთა რიგებში მან 20 მატჩში 8 გოლი და 12 შედეგიანი პასი შეასრულა.
"აუგსბურგში" არგენტინელის პროდუქტიულობამ იკლო (48 მატჩში 12 გოლი და 13 პასი), თუმცა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ბობადილია აუცილებლად მოინდომებს. თან "აუგსბურგს" მოტივაცია მაღალი აქვს: ოთხი მოგების შემდეგ ზედიზედ ორი წააგო და ამ სერიის შეწყვეტა უნდა. გარდა ამისა, მოგების შემთხვევაში დაეწევა "გლადბახს".
* * *
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი - "შალკე" შინ იღებს "ჰამბურგს", რომელთანაც ბუნდესლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი მოგება და გატანილი გოლი აქვს. სტუმრებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ - ტრავმირებულთა სიას ლასოგა დაემატა, ხოლო ვან დერ ვაარტი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს შეხვედრას.
ორი ტურია "შალკეს" რიგებში გოლი არ გაუტანია კლაას-იან ჰუნტელაარს და მისგან ყველაზე მეტი ხიფათი ელის "ჰამბურგს", რადგან ჰოლანდიელს მომავალი მეტოქისთვის 6 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
* * *
"დორტმუნდი" ვალდებულია, გამარჯვებით დაასრულოს პირველი წრე. იურგენ კლოპის გუნდის მეტოქე უშუალო კონკურენტი - ბოლოადგილოსანი "ვერდერია", რომელმაც უკვე 38 გოლი გაუშვა და "ბორუსიასთან" ზედიზედ ექვსი წაგება აქვს. თუმცა "დორტმუნდზე" ყოველი ტურის წინ გაიცემა ავანსები, რომელიც შემდეგ არ მართლდება.
სავარაუდოდ, წელს პირველად გამოჩნდება "ბორუსიას" ძირითად შემადგენლობაში იაკუბ ბლაშჩიკოვსკი.
გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური
პარასკევი. 19 დეკემბერი
მაინცი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ელკინ სოტო (21), 1:1 ბასტიან შვაინშტაიგერი (24), 1:2 არიენ რობენი (90)
შაბათი. 20 დეკემბერი
შალკე-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ვან დერ ვაარტი
ტრავმა: კოლაშინაცი, მატიპი, დრაქსლერი, ბოატენგი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი - ადლერი, იანსენი, ვესტერმანი, ბაისტერი, ლასოგა
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 92 მატჩი: +35=22-35 (133-145)
ლევერკუზენი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: - აიგნერი
ტრავმა: დონატი, პაპადოპულოსი, რაინარტცი, კრუსი - ვიდვალდი, ჯაპკა, კინსომბი, სამბრანო, ვალდესი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 58 მატჩი: +25=12-21 (96-84)
აუგსბურგი-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიტცი, მორავეკი, პარკერი, მატავჟი, მიოლდერსი - რაფაელი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 მატჩი: +2=3-1 (6-5)
ვერდერი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: კალდიროლა - სუბოტიჩი
ტრავმა: ბუში, პრიოდლი, ილდირიმი, დი სანტო - პაპასტატოპულოსი, მხითარიანი, როისი, ჟი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 92 მატჩი: +39=16-37 (151-141)
შტუტგარტი-პადერბორნი 18:30
დისკვალიფიკაცია: ნიდერმაიერი
ტრავმა: რიუდიგერი, აბდელაუე, იბიშევიჩი - ქოჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ვოლფსბურგი-კიოლნი 21:30
დისკვალიფიკაცია: - ფოგტი
ტრავმა: ფელიპე, ოხსი - ბრიუკნერი, ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +10=5-3 (42-21)
კვირა. 21 დეკემბერი
ჰერტა-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი - კასტელსი, ზიულე
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +4=2-2 (11-12)
ფრაიბურგი-ჰანოვერი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ზორგი, დარიდა, სტანკო - ანდრეასენი, ჰოფმანი, ა. ზობიხი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +4=4-6 (20-26)
ბომბარდირები:
12 - მაიერი (აინტრახტი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე), რობენი (ბაიერნი); 8 - ოკაზაკი (მაინცი); 7 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი), ბელარაბი (ლევერკუზენი), ჰუნტელაარი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი), სეფეროვიჩი (აინტრახტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"