ხოსეპ გვარდიოლა: "მაინცთან" მატჩი ძალიან რთული გამოდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "მაინცთან" გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩემი კომპლიმენტები "მაინცს"! მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა. მეტოქეს ბევრი სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს და ისინი წარმატებით შედიოდნენ ჩვენს დაცვის ხაზში.

სეზონის პირველი ნახევრის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ძალიან კმაყოფილი ვარ. სადაც არ უნდა გვეთამაშა, გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და თამაშის ჟინს არ კარგავდა.

ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და სეზონის მეორე ნაწილისთვის მოვემზადოთ. ყველას ვულოცავ შობასა და ახალ წელს!", - თქვა გვარდიოლამ.

სეზონის პირველ ნაწილს მიუნხენის "ბაიერნი"
სატურნირო ცრხილში 45 ქულით პირველ ადგილზე ასრულებს და უახლოესს მდევარს "ვოლფსბურგს" 14 ქულით უსწრებს, რომელიც 20 დეკემბერს "კიოლნს" დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის წინ: ერთიც და, არდადეგები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული