გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური: იურგენ კლოპი - იდიოტების ბრბო ვართ [VIDEO]

AutoSharing Option
* პირველი წრის შემდეგ ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა პირველ და მეორე ადგილებს შორის - 11 ქულა.

* "ბაიერნმა" ზედიზედ რვა მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია და 22 ტურია არ მარცხდება.

* "მაინცს" ყველაზე გრძელი მოუგებელი სერია აქვს - 9 მატჩი.

* "ჰოფენჰაიმმა" თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

* "ჰამბურგმა" 9 გოლით დაასრულა პირველი წრე. უფრო უარესი შედეგი "ფრანკფურტსა" (1988-89) და "ტასმანიას" (1965-66) ჰქონდათ - 8-8 გოლი.

გერმანიის ჩემპიონატი თვეზე მეტით გვემშვიდობება. პირველი წრის შემდეგ ჩემპიონი თითქმის ცნობილია,
მაგრამ მეორე ნახევარში სერიოზული ინტრიგა იქნება ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლა; ასევე, "დორტმუნდის" ბრძოლა გადარჩენისთვის...

ბოლოსწინა ვიცე-ჩემპიონი
პირველი წრის ბოლო ტურში "დორტმუნდს" ნაღვლიანი იუბილე ჰქონდა - მეათე წაგება ჩემპიონატში. ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა - უნიათო შეტევები, უხეში შეცდომები დაცვაში და აბსოლუტურად კანონზომიერი შედეგი.

ამ ისტორიაში ყველაზე სახასიათო ის არის, რომ დორტმუნდელებმა წააგეს მეორე აუტსაიდერთან, ტურის წინ ბოლო ადგილზე მყოფ "ვერდერთან". თუმცა ეს უკანასკნელი თანდათან შედის ფორმაში, რაც ვიქტორ სკრიპნიკის დამსახურებაა. უკრაინელი სპეციალისტის მეთაურობით, ბრემენელებმა უკვე მეოთხე მატჩი მოიგეს - იმაზე მეტი, ვიდრე სკრიპნიკის წინამორბედ რობინ დუტს ცხრა ტურში ჰქონდა.

"დორტმუნდმა" კი 15 ქულით დაასრულა პირველი წრე, რაც 1987-88 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა; 10 წაგება კი არც ერთ წინა ექვს სეზონში არ ჰქონია, რაც გუნდს იურგენ კლოპი ხელმძღვანელობს.

"საუკეთესო ახალი ამბავი ამ მომენტისთვის ის არის, ჩვენთვის კოშმარული 2014 წელი დასრულდა. გუნდის მისამართით ნებისმიერი კრიტიკა დამსახურებულია. გამოვიყურებოდით, როგორც იდიოტების ბრბო და ეს მთლიანად ჩვენი ბრალია. წინ სამი კვირა გვაქვს სეზონის მეორე ნაწილისთვის მოსამზადებლად, რომელშიც უნდა გამოვასწოროთ ის, რაც გავაფუჭეთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ კლოპმა.

"ბორუსია" ბოლო ადგილზე დაასრულებდა პირველ წრეს, გუშინ "ფრაიბურგს" რომ მოეგო შინ "ჰანოვერისთვის". და კრისტიან შტრაიხის გუნდი ახლოს იყო მიზანთან - 83-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა, მაგრამ გაფლანგა უპირატესობა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბაიერნს" არ უნდა მოეგო
მე-17 ტურმა დაგვანახვა, რომ "ბაიერნსაც" შეიძლება შეექმნას საკადრო პრობლემები. რეკორდმაისტერს 11 ფეხბურთელი დააკლდა "მაინცთან" მატჩში. ძველ ტრავმირებულებს დაემატათ ბენატია, ჩაბი ალონსო, ლევანდოვსკი და როდე. პეპ გვარდიოლას მოუწია ნახევარდაცვის ცენტრში შვაინშტაიგერისა და ჰოიბერგის დაყენება.

ისინი პირველად იყვნენ ერთად მოედანზე, შეთამაშება მინიმალური იყო და სათამაშო პრაქტიკაც ძალიან ცოტა. სწორედ ჰოიბერგის შეცდომას მოჰყვა კონტრშეტევა, რომლითაც "მაინცმა" გახსნა ანგარიში და შეწყვიტა ნოიერის 620-წუთიანი "მშრალი" სერია. იქვე შვაინშტაიგერმა ბრწყინვალე საჯარიმოთი გაათანაბრა ანგარიში.

თუმცა პირველ ტაიმში "ბაიერნის" უპირატესობაზე ლაპარაკიც არ ყოფილა - ხუმრობა საქმე არ არის ის, რომ "მაინცი" არ ჩამოუვარდებოდა "მონსტრს" დარტყმების რაოდენობით.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ნოიერთან პირისპირ მალი გავიდა, მაგრამ "ბაიერნის" მეკარემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა - რატომ ეკუთვნის წელს "ოქროს ბურთი". მაგრამ მეკარის დამაჯერებელი თამაში წინა ხაზის მოთამაშეებს სულაც არ გადაედოთ - მეორე ტაიმში ლიდერმა მხოლოდ ორი (!) დარტყმა შეასრულა და მაინც მოიგო. 90-ე წუთზე რიბერი-ბერნატი-მიულერის კომბინაცია არიენ რობენის გოლით დასრულდა. ჰოლანდიელმა ბოლო სამ მატჩში მეოთხედ გაიტანა და 10 გოლით მეორეა ბომბარდირთა დავაში. "მაინცი" არ იმსახურებდა წაგებას, რაც მატჩის შემდეგ ბავარიელებმაც აღიარეს.

"ბაიერნმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო, "მაინცი" კი 9 მატჩია მოუგებელია. ამ გუნდს უფრო გრძელი სერია რვა წლის წინ იურგენ კლოპის მწვრთნელობისას ჰქონდა (16 მოუგებელი). "მაინცმა" მეორე წრეში უნდა მოუმატოს, რადგან 2009 წლის შემდეგ, როცა პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნდა, ასე ცოტა ქულა არასოდეს ჰქონია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიდერებმა წაიფორხილეს
ლიდერთაგან მხოლოდ "ბაიერნს" არ შექმნია ბოლო ტურში პრობლემები. ასევე დაღლილნი და მოშვებულნი იყვნენ ჩემპიონთა საგზურისთვის მებრძოლი გუნდები. "გლადბახისთვის" ძალიან კარგად დაიწყო "აუგსბურგთან" მატჩი - მოთელვაზე ტრავმა მიიღო მასპინძლების წამყვანმა ნახევარმცველმა ტობიას ვერნერმა, ხოლო სტუმრებმა სწრაფი გოლით გახსნეს ანგარიში.

მაგრამ "ბორუსია" ნახევარდაცვაში ძალიან პასიურობდა, "აუგსბურგი" კი შემტევი ფეხბურთის ხასიათზე იყო და გამოუვიდა კიდეც. ჯერ ფოილნერმა გახსნა ანგარიში, შემდეგ კი "გლადბახს" მისმა ყოფილმა მოთამაშემ, რაულ ბობადილიამ გაუტანა, რითაც "აუგსბურგმა" მოიგო და თავად გახდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის პრეტენდენტი.

ის 27 ქულით გაუთანაბრდა "გლადბახსა" და "შალკეს". ქულების ეს მონაგარი "აუგსბურგისთვის" სარეკორდოა ისტორიაში, "ბორუსია" კი ჩამორჩება შარშანდელ გრაფიკს - წინა სეზონში, პირველი წრის შემდეგ 33 ქულა ჰქონდა. საინტერესოა, რომ "აუგსბურგს" არასოდეს წაუგია ბუნდესლიგაში "გლადბახთან". და კიდევ, ვაინცირლის გუნდმა მეოთხე მატჩი მოიგო წელს 0:1 ჩამორჩენის შემდეგ.

ვერ მოიგეს "გლადბახის" კონკურენტებმა. ყოვლად უსახური თამაში აჩვენა "ლევერკუზენმა" შინ "აინტრახტთან" დაპირისპირებაში. როჯერ შმიდტის გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა და წააგებდა კიდეც, რომ არა ჰილდებრანდის შეცდომა, რომელმაც ახლო კუთხეში გაუშვა ბელარაბისგან და ქულა აჩუქა "ფარმაცევტებს". ამ ქულის წყალობით "ბაიერმა" მესამე ადგილზე დაასრულა პირველი წრე, მაგრამ ამ ტურის მატჩმა კარგად გამოაჩინა, რომ როტაციის გარეშე მოთამაშე გუნდს სეზონის მეორე ნახევარში ძალიან გაუჭირდება.

"შალკემ", რობერტო დი მატეოს ხელმძღვანელობით, პირველად ითამაშა ფრედ. არადა, "ჰამბურგის" მეკარე დრობნის რვა დარტყმის მოგერიება მოუწია, კიდევ ორჯერ "მეშახტეებმა" ძელს გაარტყეს ბურთი. მოკლედ, "შალკეს" არ გაუმართლა. "ჰამბურგისთვის" სტუმრად "შალკესთან" 0:0 ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, მაგრამ ამ გუნდს მოუწევს მეორე წრისთვის შეტევის გაძლიერებაზე ფიქრი, რადგან სეზონის პირველ ნახევარში ცინბაუერის გუნდმა 10 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა და სულ 9 გოლი დაუგროვდა.

მყარი მეორეადგილოსანი
"ბაიერნის" არნახული ტემპი რომ არა, "ვოლფსბურგი" ჩემპიონობის პრეტენდენტად ჩაითვლებოდა, რადგან 34 ქულით საკლუბო რეკორდი დაამყარა და 10 მოგებით 2004-05 წლების სეზონის შედეგი გაიმეორა. მაგრამ ეს მიღწევები მყარი მეორე ადგილის მოპოვებისთვისაა საკმარისი. "მგლებმა" კარგად ისარგებლეს კონკურენტების წაფორხილებით და უახლოეს მდევართან უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდეს.

ზედიზედ ორი ფრის შემდეგ "ვოლფსბურგმა" შინ მოუგო "კიოლნს". სტარტზე გუნდებმა გოლები გაცვალეს, 78-ე წუთზე კი ყველაფერი ნალდომ გადაწყვიტა. წინა ტურში ბრაზილიელმა მცველმა "დორტმუნდთან" ქულა მოუტანა თავის გუნდს, ახლა კი სამი ქულა ააღებინა. საერთოდ, დიტერ ჰეკინგის გუნდს ყველაზე მრისხანე დაცვის ხაზი ჰყავს, რომელიც 10 (!) გოლით იწონებს თავს.

ბუნდესლიგა. XVII ტური
19 დეკემბერი
მაინცი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 სოტო (21), 1:1 შვაინშტაიგერი (24), 1:2 რობენი (90)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ხარა, ვოლშაიდი, პარკი, გაისი, დე ბლასისი (81. პლიუჩკე), სოტო, კოო (78. დიასი), მალი (87. სლიშკოვიჩი), ოკაზაკი.
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ჰოიბერგი, შვაინშტაიგერი, გიოტცე (77. პისარო), რობენი, მიულერი, რიბერი (ვაიზერი).
გაფრთხილება: სოტო, კოო
კუთხური: 4-10 ჯარიმა: 16-16 თამაშგარე: 4-4 კარში დარტყმა: 4(3)-6(5) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 34 000

20 დეკემბერი
შალკე-ჰამბურგი 0:0
შალკე: ფერმანი, ნოიშტედტერი, ფელიპე სანტანა, ჰიოვედესი, უჩიდა, ფუხსი (46. აიჰანი), ჰიოგერი, აოგო, ბარნეტა (65. ლ. სანე), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.
ჰამბურგი: დრობნი, გიოტცი, ჯურუ, კლებერი, ოშტრჩოლეკი, ბეჰრამი, ირაჩეკი, ნ. მიულერი, გუაიდა, ჰოლტბი, რუდნევსი.
გაფრთხილება: ჰიოგერი - ბეჰრამი, კლებერი
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 17(8)-15(5) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 61 973

ლევერკუზენი-აინტრახტი 1:1
გოლები: 0:1 მაიერი (37-პენ), 1:1 ბელარაბი (83)
ლევერკუზენი: ლენო, იედვაი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ვენდელი, ლ. ბენდერი, როლფესი (71. ბრანდტი), ბელარაბი, ჩალჰანოგლუ, სონი (75. დრმიჩი), კისლინგი.
აინტრახტი: ჰილდებრანდი, ჩენდლერი, მადლუნგი, ანდერსონი, ოშჩიპკა, პიაზონი, ჰასებე, შტენდერა (70. კიტელი), ინუი (82. მედოიევიჩი), სეფეროვიჩი (90+2. კადლეცი), მაიერი.
გაფრთხილება: სპაჰიჩი, კისლინგი, ვენდელი - ჩენდლერი, ჰილდერბანდი
კუთხური: 4-1 ჯარიმა: 17-20 თამაშგარე: 8-7 კარში დარტყმა: 16(3)-9(5) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 30 210

აუგსბურგი-ბორუსია (მ) 2:1
გოლები: 0:1 კრუზე (3), 1:1 ფოილნერი (20), 2:1 ბობადილია (51)
აუგსბურგი: მანინგერი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ფოილნერი, ესვაინი (90+1. ფილპი), ჰალილ ალთინთოფი (90+4. ტომი), კაიუბი, ბობადილია (80. კორი).
გლადბახი: ზომერი, კორბი (78. ჯონსონი), იანტჩკე, ბროუერსი, ალვარო დომინგესი, კრამერი, ჯაკა, ჰანი (61. ჰერმანი), აზარი, მ. კრუზე, ჰრგოტა (61. ტრაორე).
გაფრთხილება: კალსენ-ბრაკერი, ბაბა, კორი - ტრაორე, კრამერი
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 14-11 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 18(6)-14(7) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 30 660

ვერდერი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 ზელკე (3), 2:0 ბარტელსი (62), 2:1 ჰუმელსი (69)
ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე, გალვესი, ლუკიმია, გარსია, ბარგფრედე, ფრიტცი, იუნუზოვიჩი (90+1. მაკიადი), ბარტელსი (89. ჰუსინგი), ზელკე, ლორენცენი (59. კროოსი).
დორტმუნდი: ლანგერაკი, პიშჩეკი (76. ბლაშჩიკოვსკი), გინტერი, ჰუმელსი, შმელცერი, კირხი, კელი (46. კაგავა), გიუნდოგანი, ობამეიანგი, გროსკროიტცი, იმობილე.
კუთხური: 2-6 ჯარიმა: 12-9 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 12(3)-14(5) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 42 100

შტუტგარტი-პადერბორნი 0:0
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, ბაუმგარტლი, შვააბი, გ. საკაი, ორიოლ რომეუ, გენტნერი, ტიმო ვერნერი (76. კოსტიჩი), ჰლუშეკი, დიდავი (65. ლაიტნერი), ჰარნიკი (61. გინჩეკი).
პადერბორნი: ლ. კრუზე, ვემერი, რაფა ლოპესი ჰიუნემაიერი, ბრიუკნერი, ციგლერი, ბაკალორცი, ვრანჩიჩი (71. მეჰა), რუპი (90. ზაგლიკი), შტოპელკამპი (79. კაჩუნგა), კუტჩკე.
გაფრთხილება: დიდავი - ვრანჩიჩი, შტოპელკამპი, რუპი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 16-19 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 11(3)-17(5) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 55 000

ვოლფსბურგი-კიოლნი 2:1
გოლები: 0:1 მაროჰი (11), 1:1 დოსტი (16), 2:1 ნალდო (78)
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი, მალანდა (58. ლუიშ გუსტავო), გილავოგი (58. არნოლდი), ვიეირინია, პერიშიჩი (66. კალიჯური), დე ბრუინი, დოსტი.
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, გერჰარტი, ჰალფარი, რისე (52. ცოლერი), შვენტო (66. მატუშიკი/83. ოსაკო), უჯა.
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 5-9 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 14(3)-9(3) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 26 824

21 დეკემბერი
ჰერტა-ჰოფენჰაიმი 0:5
გოლები: 0:1 ბრუქსი (23-საკ. კარში), 0:2 სალიჰოვიჩი (26-პენ), 0:3 სალჰოვიჩი (39-პენ), 0:4 შიპლოკი (74), 0:5 რუდი (84)
ჰერტა: კრაფტი, ნ'დიენგი, ჰეგელერი, ბრუქსი, პეკარიკი (72. კალუ), ჰოსოგაი (59. შტოკერი), ნიმაიერი, შულცი, რონი (72. ვაგნერი), ბენ-ჰატირა, შიბერი.
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი, პოლანსკი, შვეგლერი (87. აბრაჰამი), ფოლანდი (77. რუდი), რობერტო ფირმინო, სალიჰოვიჩი (85. ჰერდლინგი), შიპლოკი.
გაფრთხილება: ჰოსოგაი, შტოკერი, ბენ ჰატირა - რობერტო ფირმინო
კუთხური: 2-9 ჯარიმა: 19-17 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 8(1)-15(8) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 39 604

ფრაიბურგი-ჰანოვერი 2:2
გოლები: 1:0 ფრანტცი (45), 2:0 კემპფი (81), 2:1 ბიტენკურტი (83), 2:2 ხოსელუ (90+3)
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი (46. მუიჯა), კრმაში, კემპფი, გიუნტერი, შუსტერი, დარიდა (80. ტორეხონი), კლაუსი, შმიდი, ფრანტცი (78. ფილიპი), მეჰმედი.
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, სანე, ალბორნოსი, შმიდებახი, ჰირში (67. ბიტენკურტი), ბრიანი, შტინდლი, კიიოტეკე (90+5. პრიბი), ხოსელუ.
გაფრთხილება: რიტერი, კემპფი, კლაუსი - ჰირში, კიიოტაკე, ალბორნოსი
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 11(6)-17(8) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 23 550

ბომბარდირები: 13 - მაიერი (აინტრახტი); 10 - რობენი (ბაიერნი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე); 8 - ბელარაბი (ლევერკუზენი), ოკაზაკი (მაინცი); 7 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი), სეფეროვიჩი (აინტრახტი), ხოსელუ (ჰანოვერი), კრუზე (გლადბახი).

მომდევნო ტური
30 იანვარი:
ვოლფსბურგი-ბაიერნი

31 იანვარი:
შალკე-ჰანოვერი, მაინცი-პადერბორნი, ფრაიბურგი-აინტრახტი, შტუტგარტი-ბორუსია (მ), ჰამბურგი-კიოლნი, ლევერკუზენი-დორტმუნდი

1-ლი თებერვალი:
ვერდერი-ჰერტა, აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული