აღსანიშნავია, რომ მიულერმა არც ქართველი ფანები დაივიწყა და მათ მილოცვა ქართულ ენაზე დაუწერა.
გერმანელმა ფეხბურთელმა მილოცვა "ფეისბუქზე" ორიგინალური ფორმით გააკეთა - ფანებს შობა 107 ენაზე მიულოცა.
"მოგესალმებით ყველას ერთად.
ხვალ შობაა, რასაც ძალიან ველოდები. განსაკუთრებით ის მიხარია, რომ დადგა სიმშვიდის დრო, არ არის თამაშები, ინტერვიუები ან დაგეგმილი სხვა ღონისძიებები. უბრალოდ, ოჯახი, გართობა, დასვენება და კარგი საჭმელი.
ყველა მიყვარხართ. თქვენი თომასი".
შედით მიულერის გვერდზე და მსგავს ვერაფერს ნახავთ...