მიუნხენის "ბაიერნმა" ჰოიბერგი "აუგსბურგში" გაუშვა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" შეთანხმებას მიაღწია "აუგსბურგთან" დანიელი ნახევარმცველის, პიერ-ემილ ჰოიბერგის იჯარასთან დაკავშირებით, - იტყობინება გაზეთი "ბილდი".

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ სეზონის ბოლომდე ითამაშებს "აუგსბურგში". დანიელს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა რჩება და სულ მალე შეუერთდება ახალი გუნდის საწვრთნელ შეკრებას.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის შუაში ჰოიბერგმა მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო კლუბის შეცვლა მოინდომა, მაგრამ, თავის მხრივ, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ არ სურს ჰოიბერგთან სამუდამოდ გამოთხოვება.

* * *
"ბაიერნის" მცველმა ჰოლგერ ბადშტუბერმა ბოლო სამთვენახევრის განმავლობაში პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად,
- წერია მიუნხენური გრანდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

25 წლის ბადშტუბერს სექტემბერში ბარძაყის კუნთის გაწყვეტა დაუდგინეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა 20 თვე გამოტოვა და მოედანზე მხოლოდ 2014 წლის ზაფხულში დაბრუნდა.

ასევე იტყობინებიან, რომ "ბაიერნის" კიდევ ერთმა მცველმა მეჰდი ბენატიამ საზარდულის ტრავმა მოირჩინა და ისიც ვარჯიშობს საერთო ჯგუფთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული