ფილიპ ლამი: 2018 წელს დაგემშვიდობებით

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა თავის სამომავალო გეგმებზე ისაუბრა და კარიერის დასრულების სავარაუდო თარიღი ივარაუდა - 2018 წელი. ასევე, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა დაასახელა "ბაიერნის" კონკურენტები ჩემპიონთა ლიგაზე.

"ჩემი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2018 წელს იწურება. იმ დროისთვის 34 წლის ვიქნები და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება კარიერის დასრულება. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ყატარისა თუ აშშ-ის ლიგაში. მინდა, ფორმის პიკში მყოფმა დავტოვო ფეხბურთი.

დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ერთხელ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა "ბაიერნთან" ერთად. ეს არის მთავარი მიზანი. ჩვენი მთავარი მეტოქეები არიან - "რეალი",
"ბარსელონა", "ჩელსი". პსჟ? უნდა ვნახო მათი თამაში "ჩელსისთან", - განაცხადა ლამმა "ეკიპთან" კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული