ბასტიან შვაინშტაიგერმა ბუცებიდან ყოფილი შეყვარებულის სახელი წაშალა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ყოფილი შეყვარებულის, სარა ბრანდერის სახელი ბუცებიდან წაშალა, - იტყობინება Bild-ი.

მიუნხენის "ბაიერნის" ვარჯიშზე, რომელიც ყატარის ვარსკვლავთა გუნდს უნდა შეხვედროდა, შვაინშტაიგერი იმ ბუცებით ვარჯიშობდა, რომელზეც "სარა" ეწერა. იმავე ბუცებით ბასტიანმა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა "სარას" სახელი უკვე გადახაზული იყო.

მიუნხენელებმა მატჩი ანგარიშით 4:1 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერი და ბრანდერი 2007 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს და 2014 წელს დაშორდნენ.

ფეხბურთელის ახალი შეყვარებული ცნობილი სერბი ჩოგბურთელი ანა ივანოვიჩია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ანა თუა ეხლა შეხვარებული ბუცებზე "მტკიცებულება" რატომ არ არის? - აკი დაცილდა ანასაც და ისევ სარიტას დაუბრუნდაო!?
brola
16:41 15-01-2015
0

სიახლეები პოპულარული