მარიო გიოტცეს სამი საყვარელი სიმღერა

AutoSharing Option
"ბაიერნის" ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის შემდეგ მარიო გიოტცეს "კიკერის" ჟურნალისტთან არა საკუთარ სპორტულ მიღწევებზე, არამედ საკუთარ მუსიკალურ პრიორიტეტებზე მოუწია ლაპარაკი.

"მუსიკა ყველგან ჩემი თანმხლებია - სახლში და მატჩების წინ", - ამბობს გერმანული ფეხბურთის "ოქროს ბიჭი".

"გასახდელში მატჩების წინ ყოველთვის ხმაურია. ყოველთვის ვიღაც თამაშობს დი-ჯეის როლს". მარიოს საყვარელი მიმდინარეობებია R&B და ჰიპ-ჰოპი. მას განსაკუთრებით მოსწონს კანადელი შემსრულებელი აბელ ტესფაიე, რომელიც უფრო ცნობილია ფსევდონიმით - Weeknd (Earned it). "მომწონს მისი ხმა და მუსიკა, რომელსაც ის აკეთებს", - აღიარებს გიოტცე. მისი კიდევ ერთი საყვარელი
შემსრულებელია კანადელი რეპერი "დრეიკი" (Hold On, We’re Going Home).

მაგრამ თუ გასახდელში მუსიკაზე პასუხისმგებლები სამხრეთამერიკელები არიან, გიოტცე აშკარად წუხდება... "ხანდახან დანტე ბრაზილიურ მუსიკას გვასმენინებს. ეს ჩემს ნერვებზე მოქმედებს", - ღიმილით ამბობს გიოტცე.

როცა 22 წლის ფეხბურთელი მინდორზეა, მას ყველაზე მეტად გულშემატკივრების სიმღერა მოსწონს. "ეს რაღაც განსაკუთრებულია", - აღიარა მარიომ.

კითხვაზე, ისურვებდა თუ არა რიანასთან ერთად დუეტში სიმღერას, მან მორცხვად განაცხადა: "ვფიქრობ, შევძლებდი ბექ-ვოკალის შესრულებას".

ამჟამად გიოტცეს სამი საყვარელი სიმღერაა:

The Weeknd - Earned It

Drake - Days In The East

Usher - Hush

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული