მიუნხენის "ბაიერნი" გვარდიოლასა და ზამერს შორის ჩხუბს უარყოფს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" უარყო ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კლუბის სპორტულ დირექტორ მატიას ზამერსა და მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას შორის ვარჯიშზე სერიოზულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.

როგორც Sky Deutchland-ი იტყობინებოდა, ზამერმა და გვარდიოლამ მკვეთრი ფრაზები ესროლეს ერთმანეთს; ამასთან, გერმანელმა უცენზურო სიტყვებიც გამოიყენა.

"ეს აბსოლუტური სიცრუეა. ამის გამო Sky-ს ყვითელი ბარათი ვუჩვენეთ", - ასეთი კომენტარი გააკეთა ზამერმა. გვარდიოლამაც განაცხადა, რომ ვარჯიში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული