ბუნდესლიგა. XVIII ტური: დორტმუნდის "ბორუსია" უკვე ბოლოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ლევერკუზენი-დორტმუნდი 0:0

31 იანვარს გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის 6 მატჩი გაიმართა. გელზენკირხენში "შალკემ" ჰიობერგის გოლის წყალობით დაამარცხა "ჰანოვერი", ამ შეხვედრაში გააძევეს მასპინძელთა ჰოლანდიელი ფორვარდი კლაას-იან ჰუნტელაარი.

"ფრაიბურგმა" "აინტრახტს" 4:1 მოუგო აღსანიშნავია, ნილს პეტერსენის ჰეთ თრიკი, რომელიც მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.

"კიოლნმა" სტუმრად რისეს დუბლით მოუგო "ჰამბურგს" 2:0, ხოლო "მაინცმა" "პადერბორნი" 5:0 გაანადგურა.

პატრიკ ჰერმანის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა "შტუტგარტისა" და "მიონხენგლადბახის" მატჩში - 0:1.

დღის ბოლოს ლევერკუზენის "ბაიერმა" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა. ამ შეხვედრაში გოლები არ გასულა. ასე რომ, იურგენ კლოპის
გუნდი 16 ქულით ბოლო ადგილზეა.

ფრაიბურგი-აინტრახტი 4:1
გოლები: 0:1 რუსი (1), 1:1 დარიდა (61-პენ), 2:1 პეტერსენი (63), 3:1 პეტერსენი (69), 4:1 პეტერსენი (88)

ჰამბურგი-კიოლნი 0:2
გოლები: 0:1 რისე (62), 0:2 რისე (78)

მაინცი-პადერბორნი 5:0
გოლები: 1:0 მალი (6), 2:0 მალი (46), 3:0 დე ბლასისი (69), 4:0 ალაგუი (82), 5:0 გეისი (87-პენ)

შალკე-ჰანოვერი 1:0
გოლი: 1:0 ჰიოგერი (32)
გაძევება: ჰუნტელაარი (85. შალკე)

შტუტგარტი-გლადბახი 0:1
გოლი: 0:1 ჰერმანი (71)

ლევერკუზენი-დორტმუნდი 0:0

1. ბაიერნი - 45 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 37; 3. მიონხენგლადბახი - 30; 4. შალკე - 30; 5. ლევერკუზენი - 29.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული