XIX ტურში ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, "ვოლფსბურგთან" სირცხვილნაჭამი "ბაიერნისა" და "შალკეს" დაპირისპირება იწვევს. შეიძლება ითქვას, გელზენკირხენელები ცუდ დროს გადაეყარნენ რეკორდმაისტერს. პეპ გვარდიოლას შეგირდები, სავარაუდოდ, "მგლების" ჯავრს "შალკეზე" იყრიან, რომელთანაც ბოლო წლებში მუდმივად იმარჯვებდნენ, თუმცა შეგახსენებთ, რომ წელს ეს სერია შეწყდა - "ბაიერნმა" სტუმრად 1:1 ითამაშა.
"შალკეს" რიგებში უამრავ ტრავმირებულს კლაას-იან ჰუნტელაარი დაემატა. ჰოლანდიელის ყოვლად უაზრო უხეშობა "ჰანოვერთან" და შემდეგ მსაჯის მიმართ აგრესია ძალიან მკაცრად დაისაჯა -
ჰოლანდიელის არყოფნა ნიშნავს იმას, რომ "შალკეს" ძირითადში ვიხილავთ ბოატენგს. შესაბამისად, შედგება ძმების - ჯერომ და კევინ-პრინს ბოატენგების დუელი. ისინი მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ჯერჯერობით ანგარიში 1:1 გახლავთ.
"ბაიერნს" ამ სეზონში ქულა არ დაუკარგავს შინ.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ნოიერი, ჯ. ბოატენგი, დანტე, ალაბა, როდე, ჩაბი ალონსო, შვაინშტაიგერი, ბერნატი, რობენი, მიულერი, ლევანდოვსკი.
შალკე: გიფერი, ჰიოვედესი, კირხოფი, ნასტასიჩი, უჩიდა, ფუხსი, ნოიშტედტერი, ბარნეტა, მაიერი, ჩუპო-მოტინგი, კ-პ. ბოატენგი.
* * *
მეორე წრის წინ დორტმუნდის "ბორუსიას" ბანაკიდან მუდმივად გაისმოდა - რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავტოვოთ გასავარდნი ზონაო, მაგრამ წინა ტურის შემდეგ გუნდი ბოლო ადგილზე დაეშვა."დორტმუნდს" ამჯერადაც სერიოზული გამომცდელი ჰყავს "აუგსბურგის" სახით. პირველ წრეში იურგენ კლოპის შეგირდებმა სტუმრად მოიგეს, მაგრამ მაშინ "აუგსბურგს" ჯერ არ ჰქონდა ტემპი აღებული, ახლა კი ეს გუნდი ბოლო რვა მატჩში ექვსი მოგებითა და მეხუთე ადგილით იწონებს თავს.
წინა ტურში "ლევერკუზენთან" "ბორუსიამ" საიმედოდ ითამაშა დაცვაში, მაგრამ შეტევაში მოქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. "ყვითლები" იმ მატჩში 54 პროცენტის სიზუსტით ასრულებდნენ გადაცემას, რაც ყველაზე უარესი შედეგია 1999-2000 წლებიდან მოყოლებული. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, კლოპი ამჯერად ბრძოლაში შეუშვებს ობამეიანგს, რომელიც აფრიკის ჩემპიონატში თამაშობდა.
* * *
წინა ტურის გმირი "ვოლფსბურგი" სტუმრად ჩადის სათამაშოდ "აინტრახტთან". "მგლებს" აშკარად კარგი განწყობა ექნებათ: ჯერ ერთი, "ბაიერნის" დიდი ანგარიშით დამარცხება, რასაც დაემატა ოფიციალურად ანდრე შიურლეს ტრანსფერი. "ჩელსიდან" შეძენილი შემტევი ნახევარმცველი ამ ტურში თამაშს ვერ მოასწრებს, მაგრამ შემდეგ ტურში მისი გამოყენა მინდორზე სავსებით რეალურია.გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური
სამშაბათი. 3 თებერვალი
ბაიერნი-შალკე 23:00
დისკვალიფიკაცია: - ჰუნტელაარი
ტრავმა: ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი, რაფინია - ფერმანი, კოლაშინაცი, დრაქსლერი, გორეტცკა, ჰიოგერი, ფარფანი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 მატჩი: +45=26-18 (286-99)
გლადბახი-ფრაიბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰანი, ტრაორე - კრმაში, მიტროვიჩი, კემპფი, ბატცი, მეჰმედი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 მატჩი: +7=11-9 (32-40)
ჰანოვერი-მაინცი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრეასენი, მილერი, ჰოფმანი - მორიტცი, ნედელევი, კოო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 მატჩი: +6=7-4 (20-16)
აინტრახტი-ვოლფსბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: ჩენდლერი
ტრავმა: ჯაკპა, იგნიოვსკი, ვალდესი - გილავოგი, ფელიპე, ოხსი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 მატჩი: +4=9-12 (32-40)
ოთხშაბათი. 4 თებერვალი
დორტმუნდი-აუგსბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენდერი, დურმი, კელი - ჰიტცი, ბაბა, მორავეკი, მატავჟი, მიოლდერსი, ჰონგი, მატავჟი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +5=2-0 (20-7)
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 23:00
დისკვალიფიკაცია: - იუნუზოვიჩი
ტრავმა: ზიულე, შტოლცი - მაკიადი, პრიოდლი, ლორენცენი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +1=5-7 (20-28)
ჰერტა-ლევერკუზენი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰეიტინგი, ბაუმიოჰანი, ბენ ჰატირა, ჩიგერჩი, სკიელბრედი, კალუ - იედვაი, კრუსი, სონი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 მატჩი: +8=11-18 (52-76)
კიოლნი-შტუტგარტი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰელმესი - რიუდიგერი, დიდავი, გრუესო, აბდელაუე
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 მატჩი: +34=23-26 (137-138)
პადერბორნი-ჰამბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დუკში, ბერტელსი - ჰოლტბი, იუნგი, კლებერი, დიკმაიერი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (0-3)
ბომბარდირები: 13 - მაიერი (აინტრახტი); 10 - რობენი (ბაიერნი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე); 8 - ბელარაბი (ლევერკუზენი), ოკაზაკი (მაინცი), დი სანტო (ვერდერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"