"ჰამბურგმა" მარსელო დიასი დაიმატა

AutoSharing Option
შვეიცარიის "ბაზელის" ნახევარმცველი მარსელო დიასი გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს კარიერას.

ფეხბურთელმა ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა "ჰამბურგთან".

გარიგების ფინანსური დეტალები არ გამოუცხადებიათ, თუმცა "ბილდი" წერს, რომ ტრანსფერის თანხამ დაახლოებით 2 მილიონი ევრო შეადგინა.

28 წლის ნახევარმცველი "ბაზელში" 2012 წლიდან თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში მან 13 მატჩი ჩაატარა შვეიცარიის ჩემპიონატში და ერთი გოლი გაიტანა.

ასევე, მის ანგარიშზეა 31 მატჩი ჩილეს ნაკრებში, მათ შორის, ოთხი სრული შეხვედრა ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული