ფეხბურთელმა ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა "ჰამბურგთან".
გარიგების ფინანსური დეტალები არ გამოუცხადებიათ, თუმცა "ბილდი" წერს, რომ ტრანსფერის თანხამ დაახლოებით 2 მილიონი ევრო შეადგინა.
28 წლის ნახევარმცველი "ბაზელში" 2012 წლიდან თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში მან 13 მატჩი ჩაატარა შვეიცარიის ჩემპიონატში და ერთი გოლი გაიტანა.
ასევე, მის ანგარიშზეა 31 მატჩი ჩილეს ნაკრებში, მათ შორის, ოთხი სრული შეხვედრა ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"