"ვოლფსბურგი": მეტი ხელფასი კევინ დე ბრუინისთვის

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" სამწვრთნელო შტაბი ძალიან კმაყოფილია ნახევარმცველ კევინ დე ბრუინის თამაშით. ამიტომაც ბელგიელი ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ გაუმჯობესებული ფინანსური პირობებით, - წერს ინტერნეტ-გამოცემა Sportal-ი ბელგიურ პრესაზე დაყრდნობით.

გამორიცხული არ არის, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ დე ბრუინი "ვოლფსბურგის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს. ბელგიელის მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში და "მგლების" შეფობას მისი ერთი წლით გახანგრძლივება სურს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ დე ბრუინი იყო "ბაიერნთან" 4:1-ით მოგებული მატჩის მთავარი გმირი. ბელგიელმა დუბლი შეასრულა, რასაც ერთი საგოლე გადაცემა დაუმატა. სულ კევინის ანგარიშზე 5
გოლი და 11 შედეგიანი პასია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
15 საგოლე გადაცემა აქვს ფაბრეგასს.რეებს წერთ?
0
ყველაზე მეტი საგოლე პასი Fაბრეგას აქვს.... გადაამოწმეტ...
derbiu
13:34 04-02-2015
0

სიახლეები პოპულარული