რიბერი და რაფინია შესაძლოა "ჰამბურგთან" მატჩში დაბრუნდნენ

AutoSharing Option
"ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი იმედოვნებს, რომ ბოლომდე აღიდგენს კონდიციებს და მზად იქნება 14 თებერვალს, ბუნდესლიგის მორიგ ტურში "ჰამბურგის" წინააღმდეგ სათამაშოდ.

ბარძაყის დაზიანების გამო ფრანგი წელს მოედანზე არ გამოჩენილა, მაგრამ, შესაძლოა, პეპ გვარდიოლამ ის უახლოეს მატჩში დაიხმაროს.

"ვნახოთ, როგორ იმოქმედებს კუნთებზე სრული დატვირთვა, - განაცხადა რიბერიმ, რომელიც გუშინ შეუდგა სრულფასოვან ვარჯიშებს. - იმედი მაქვს, შევძლებ "ჰამბურგის" წინააღმდეგ თამაშს".

გარდა ამისა, დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში ბრაზილიელმა მცველმა რაფინიამ, რომელსაც ასევე არ უთამაშია მეორე წრეში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული