ვაიზერი და ალაბა სტრინგებში - ფოტო, რომელსაც სოცქსელში არასდროს გამოაქვეყნებ

AutoSharing Option
ახლახან მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა მიტჩელ ვაიზერმა Instagram-ში თავის გვერდზე ფოტოსურათი განათავსა, სადაც ის თავის თანაგუნდელ დავიდ ალაბასთან ერთად სტრინგებში პოზირებს. მოგვიანებით ვაიზერმა ფოტო წაშალა.

სურათი მიეძღვნა ფლეშმობს, სახელწოდებით #photoyouwouldreallyneverpost ("ფოტო, რომელსაც სოცქსელებში არასდროს გამოაქვეყნებდი").

20 წლის ვაიზერი და 22 წლის ალაბა არამხოლოდ თანაგუნდელები, მეგობრებიც არიან. თავისუფალ დროს ფეხბურთელები ერთმანეთზე ოხუნჯობის შანსს ხელიდან არ უშვებენ, მათ შორის, ინტერნეტითაც. ამის დასტურად სოციალურ ქსელში მათი მიმოწერაც მეტყველებს.

რაც შეეხება ფლეშმობს, ის ახალი პოპულარული ევროპული ტრენდია და სოცქსელების მომხმარებელთა აზრით, სულ მალე შეიძლება კონკურენცია
განთქმულ Ice Bucket Challenge-საც გაუწიოს.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული