მარკო როისი დორტმუნდის "ბორუსიის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება

AutoSharing Option
გერმანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველის, მარკო როისის ხელფასის ოდენობა.

გამოცემა Bild-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს და კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. ამ თანხაში შედის პრემიალური და სასპონსორო ფული.

შედარებისთვის, დაახლოებით ასეთ თანხას იღებენ მიუნხენის "ბაიერნში" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი და მცველი ფილიპ ლამი.

შეგახსენებთ, რომ როისმა ამ დღეებში 2019 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი "დორტმუნდთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული