პიერ-ემერიკ ობამეიანგს "სენტ ეტიენი" მოენატრა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი აცხადებს, რომ, შესაძლოა, "სენტ ეტიენის" რიგებში დაბრუნდეს.

მიმდინარე სეზონში 25 წლის გაბონელმა 27 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.

"მინდა თუ არა "სენტ ეტიენში" დაბრუნება? დიახ, ამის დიდი იმედი მაქვს, - ამბობს ობამეიანგი. -ამ კლუბმა უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. გულშემატკივრები ძალიან მადლიერნი იყვნენ ჩემით. "სენტ ეტიენი" ჩემი ნაწილი გახდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული