29 წლის ფეხბურთელმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე, მაგრამ მატჩის შემდეგ სამედიცინო შემოწმებამ მას დაზიანება აღმოუჩინა. კლუბის ოფიციალური "ტვიტერის" ინფორმაციით, მარსელი ნამდვილად არ ითამაშებს 22 თებერვალს მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ.
ამ სეზონში იანსენმა 11 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ორი გოლი გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"