"ჰამბურგმა" მარსელ იანსენი დაკარგა

AutoSharing Option
გაურკვეველი ვადით გამოვიდა მწყობრიდან "ჰამბურგის" მცველი მარსელ იანსენი, რომელმაც ბუნდესლიგის 21-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა.

29 წლის ფეხბურთელმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე, მაგრამ მატჩის შემდეგ სამედიცინო შემოწმებამ მას დაზიანება აღმოუჩინა. კლუბის ოფიციალური "ტვიტერის" ინფორმაციით, მარსელი ნამდვილად არ ითამაშებს 22 თებერვალს მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ.

ამ სეზონში იანსენმა 11 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ორი გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული