ჭორების მიხედვით, დორტმუნდელთა შემტევს სხვადასხვა ევროპულ გრანდში უშვებდნენ, გუშინ კი ცნობილი გახდა დაინტერესებული კლუბების სია.
აღნიშნავენ, რომ ყველა პრეტენდენტი ერთსა და იმავე თანხას გამოდიოდა - 25 მილიონ ევროს, რომელიც ჩაწერილი იყო ფეხბურთელის კონტრაქტში. ასეთ სიტუაციაში კი მნიშვნელოვანი იყო თავად როისის პირადი არჩევანი.
მოთამაშესთან კონტაქტზე გავიდნენ - "არსენალი", "ლივერპული", პსჟ, "ბარსელონა", "რეალი", ორივე მანჩესტერული
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" თავად ჩამოშორდა ნახევარმცველისთვის ბრძოლას. ეს მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას პირადი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც მიუნხენელთა ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა პირადად დაურეკა მარკოს, მაგრამ ფეხბურთელმა პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ჰოლანდიელი.
ყველაზე უკეთეს პირობებს როისს საფრანგეთის დედაქალაქში სთავაზობდნენ. პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი მარკოს პირად თვითმფრინავს დაჰპირდა კლუბში თამაშის სანაცვლოდ, მაგრამ გერმანელი არც ამას დათანხმდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"