გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური: ისევ გიჟური ტური [VIDEO]

AutoSharing Option
* ბას დოსტი პირველი ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც ახალი წლის დასაწყისში პირველ 5 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

* "დორტმუნდმა" 2014 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ სამი მატჩი.

* "შტუტგარტმა" გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა საკუთარ მოედანზე.

* "კიოლნმა" შეწყვიტა 363-წუთიანი "მშრალი" სერია.

* არიენ რობენმა მე-16 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგაში პირადი რეკორდი გაიმეორა (2009-10).

* "ბაიერნმა" ბოლო სამი მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით - 16:0.

ბუნდესლიგის 22-ე ტური თითქოს მშვიდობიანი იყო - ცხრა მატჩში ხუთი ფრედ დასრულდა, მაგრამ აქედან
სამ შეხვედრაში ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ დროში გათანაბრდა. ერთი ასეთი გმირობა "აუგსბურგის" მეკარე მარვინ ჰიტცზე მოდის...

ტური იხსნებოდა აუტსაიდერების შეხვედრით - "შტუტგარტი"-"დორტმუნდი". თუმცა ზედიზედ ორი მოგებით იურგენ კლოპის გუნდი დაშორდა გასავარდნ ზონას და მალე მას, სავარაუდოდ, პირველ ათეულში ვიხილავთ.

"ბორუსიას" ყველა პირობა ჰქონდა გამარჯვებათა სერიის გასაგრძელებლად - შტუტგარტში ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ორი ქულა ჰქონდა დაკარგული, მასპინძლებს კი შინ 18 ოქტომბრის შემდეგ არ გაეტანათ და ბოლო ხუთ მატჩში საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდათ აღებული.

"ბორუსიას" ამ მატჩის შემდეგ "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ელის, თუმცა იურგენ კლოპს არც უფიქრია თავისი ლიდერების დასვენება. მატჩმა გამოაჩინა, რომ რეალიზაციის მხრივ მცირე პრობლემებს თუ არ ჩავთვლით, კლოპის შეგირდებს შეტევაში ყველაფერი წესრიგში აქვთ: ისევ გაიტანა ობამეინგმა, რომელსაც ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი დაუგროვდა; ასევე გამოიჩინა თავი როისმა. ნახევარდაცვაში უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა ილქაი გიუნდოგანის ბატონობა - მას 103 შეხება ჰქონდა ბურთთან და ეს მაჩვენებელი გოლით გაამყარა.

მაგრამ იმავე გიუნდოგანის თქმით, გუნდი არააუცილებელ გოლებს უშვებს და ეს პრობლემაა, რომელმაც სერიოზულად შეიძლება იჩინოს თავი უკვე ნახსენებ "იუვენტუსთან" მატჩში, რასაც შაბათს რურის დერბი მოჰყვება "შალკესთან". მაგრამ მთავარი ის არის, რომ "დორტმუნდმა" უკვე ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

"შტუტგარტი" კი მთავარი აუტსაიდერია და აგრძელებს ანტირეკორდების დამყარებას. 22 ტურში 18 ქულა და რვამატჩიანი მოუგებელი სერია შინ - ასეთი რამ ამ გუნდის ისტორიაში არასოდეს ყოფილა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ტურის ცენტრალურ მატჩად შეგვეძლო მოგვენათლა "შალკესა" და "ვერდერის" დაპირისპირება. რობერტო დი მატეოს გუნდმა შუა კვირას 0:2 წააგო შინ მადრიდის "რეალთან" და თითქმის გამოეთხოვა ჩემპიონთა ლიგას, გერმანიის თასიდან დიდი ხანია გამოვარდა. ასე რომ, ბუნდესლიგაში პირველ ოთხეულში მოხვედრა გუნდის მთავარი ამოცანა ხდება.

"შალკეს" თითქოს იოლი ამოცანა ჰქონდა, რადგან ბოლო ცხრა მატჩში არ წაეგო ბრემენელებთან, მაგრამ "ვერდერი" მეორე წრის ლიდერი იყო ოთხიდან ოთხი მოგებით და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ.

მასპინძლების სასტარტო აქტიურობის შემდეგ "ვერდერმა" გაათანაბრა თამაში. ორივე გუნდი ძალიან ბევრს სცოდავდა დარტყმების დროს - მაყურებელმა ჯამში 29 აცილებული დარტყმა იხილა, იმ დროს, როცა ზუსტი მხოლოდ ცხრა იყო.

"ვერდერი" არ იმსახურებდა წაგებას, მაგრამ სამი ქულის დაკარგვის პირას დადგა თავისი მეკარის, ვოლფის შეცდომით, რომელმაც მაქს მაიერის დარტყმული თითქმის დაიჭირა და შემდეგ კარში შეაგდო. ვოლფმა ბოლოს ეს შეცდომა რამდენიმე კარგი სეივით გამოისყიდა, ბრემენელთა დამრიგებელმა ვიქტორ სკრიპნიკმა კი ორიგინალური სვლით წაგებას დააღწია თავი.

მან შემტევი ბარტელსის ნაცვლად ცენტრალური მცველი სებასტიან პრიოდლი შეუშვა მოედანზე, რომელიც ფორვარდის პოზიციაზე დადგა. შეცვლამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაამართლა, როცა იუნუზოვიჩის ჯარიმის შემდეგ ავსტრიელმა თავით გაათანაბრა ანგარიში და ლოგიკური შედეგი დააფიქსირა.

* * *
უცნაური ამბავი მოხდა "აუგსბურგისა" და "ლევერკუზენის" მატჩში. "ფარმაცევტები" ბოლო დროს ბევრ ქულას კარგავენ, რაც ართულებს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნებოდა სტუმრად უშუალო კონკურენტთან სამი ქულის აღება. "ბაიერს" "აუგსბურგის" დამარცხება არ ესწავლება - შვიდიდან შვიდი მოგება ჰქონდა ამ გუნდის წინააღმდეგ და ახლაც ახლოს იყო გამარჯვებასთან, რომ არა "აუგსბურგის" მეკარის, მარვინ ჰიტცის გმირობა.

ბოლო წამებზე ის მეტოქის საჯარიმოში წავიდა და ფორვარდებზე უფრო მოხერხებული აღმოჩნდა, როცა ზუსტი პოზიცია შეარჩია და ახლოს მანძილიდან გაათანაბრა ანგარიში.

ჰიტცი მესამე მეკარე გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც თამაშიდან შეძლო გოლის გატანა. პირველმა ეს გააკეთა იენს ლემანმა 1997 წელს, შემდეგ კი ფრანკ როსტმა - 2002 წელს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
რა თქმა უნდა, ყველაზე იოლად პროგნოზირებადი იყო "ბაიერნის" მატჩის შედეგი "პადერბორნთან". წინა ტურში "ჰამბურგის" 8:0 განადგურებას "შახტართან" უღიმღამო 0:0 მოჰყვა. ასე რომ, რეკორდმაისტერს ისევ გარკვეული რეაბილიტაცია მართებდა გულშემატკივრების წინაშე. და ამჯერად, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ლიგის დებიუტანტი "პადერბორნი" დაიბრიყვეს.

ბოლო სამი მატჩი "ბაიერნმა" მოიგო ბურთების შეფარდებით - 16:0, მაგრამ ამ გუნდის სათამაშო ფორმის შესახებ ჯერ მაინც რთულია ლაპარაკი - 1:4 "ვოლფსბურგთან", 1:1 "შალკესთან", უკვე ნახსენები შეხვედრა "შახტართან". დაველოდოთ მომდევნო მატჩებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"გლადბახს" წარუმატებელი გასვლა ჰქონდა შუა კვირას ევროპის ლიგის ეგიდით სევილიაში (0:1), გუშინ კი ჰამბურგს" ეწვია, სადაც ბოლო 5 მატჩში მხოლოდ ერთი ჰქონდა წაგებული. ლუსიენ ფავრის გუნდს, წესით, არ უნდა მოეგო, რადგან ამ სეზონში ევროპის ლიგაზე ჩატარებული რვა მატჩის შემდეგ რვავე შემთხვევაში ვერ მოიგო მომდევნო შეხვედრა ბუნდესლიგაში.

ეს სერია გაგრძელდა. ის კი არა, "ჰამბურგი" ძალიან ახლოს იყოს გამარჯვებასთან. შტიბერის გოლის შემდეგ მან ბოლოსკენ რამდენიმე კარგი მომენტი გაფლანგა და ამის გამო დაისაჯა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბრანიმირ ჰრგოტამ ქულა მოუტანა "გლადბახს", რომელიც ინარჩუნებს მესამე ადგილს და ორი ქულით დაშორდა კონკურენტებს.

* * *
წინა ტურის შემდეგ "ჰერტა" ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა და დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ამ პოზიციაზე დარჩებოდა 22-ე ტურის შემდეგ. თუმცა, მეორე მხრივ, "ვოლფსბურგს" ბოლო რვა საშინაო მატჩში "ჰერტას" წინააღმდეგ მხოლოდ ორი მოგება ჰქონდა მოპოვებული, თუმცა არ უნდა დაგვევიწყებინა "მგლების" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე.

ბერლინელებმა დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს, სულ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულეს და კინაღამ ქულა წამოიღეს ვოლფსბურგიდან. რთული სათქმელია, რამხელა იქნებოდა ახლა დიტერ ჰეკინგის გუნდის ჩამორჩენა "ბაიერნთან", რომ არა ბას დოსტის ფენომენალური თამაში - ჰოლანდიელმა გუშინ მორიგი დუბლი შეასრულა და მეორე წრის ოთხ მატჩში 9(1) გოლი დაუგროვდა, რასაც ემატება ასევე შუა კვირას ევროპის ლიგაზე დუბლი "სპორტინგის" წინააღმდეგ.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური
20 თებერვალი
შტუტგარტი-დორტმუნდი 2:3
გოლები: 0:1 ობამეიანგი (25), 1:1 კლაინი (32-პენ), 1:2 გიუნდოგანი (39), 1:3 როსი (89), 2:3 ნიდერმაიერი (90+1)
შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი (78. კოსტიჩი), ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, საკაი, სერეი დიე, გრუესო (56. ლაიტნერი), კლაინი, ჰლუშეკი (72. იბიშევიჩი), ჰარნიკი, ტიმ. ვერნერი.
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, გიუნდოგანი, შაჰინი, კამპლი (46. მხითარიანი), კაგავა (69. ბლაშჩიკოვსკი), როისი (90. გინტერი), ობამეიანგი.
გაფრთხილება: სერეი დიე - კაგავა, პიშჩეკი
კუთხური: 2-5 ჯარიმა: 13-12 თამაშგარე: 4-8 კარში დარტყმა: 7(2)-13(9) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 60 000

21 თებერვალი
შალკე-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 მაიერი (61), 1:1 პრიოდლი (90+2)
შალკე: ველენროიტერი, ჰიოვედესი, მატიპი (72. აოგო), ნასტასიჩი, ბარნეტა, ფუხსი, ნოიშტედტერი, ჰიოგერი, მაიერი (86. აიჰანი), პლატე (70. კ-პ. ბოატენგი), ჩუპო-მოტინგი.
ვერდერი: ვოლფი, გებრესელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, გარსია, კროოსი (70. აიჩიჩექი), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ბარტელსი (85. პრიოდლი), დი სანტო, ზელკე (72. ჰაიროვიჩი).
გაფრთხილება: ნასტასიჩი - გარსია, ბარტელსი
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 24(5)-14(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 61 973

მაინცი-აინტრახტი 3:1
გოლები: 0:1 აიგნერი (35), 1:1 კლემენსი (38), 2:1 გაისი (47), 3:1 მალი (50)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბელი, ბუნგერტი, ბენგტსონი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, კლემენსი (73. ხაირო), მალი (89. სოტო), დე ბლასისი, ოკაზაკი (78. კოო).
აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, სამბრანო, მადლუნგი, ოშჩიპკა, რუსი (69. კიტელი), შტენდერა, აიგნერი, პიაზონი (86. ანდერსონი), სეფეროვიჩი, მაიერი.
გაძევება: სამბრანო (83. აინტრახტი)
გაფრთხილება: ბროსინსკი, ბუნგერტი - პიაზონი, სეფეროვიჩი, აიგნერი
კუთხური: 6-1 ჯარიმა: 14-18 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 13(6)-8(1) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 33 237

აუგსბურგი-ლევერკუზენი 2:2
გოლები: 0:1 დრმიჩი (8), 1:1 კაიუბი (59), 1:2 რაინარტცი (84), 2:2 ჰიტცი (90+4)
აუგსბურგი: ჰიტცი, კორი (86. პარკერი), კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ჰოიბერგი (90+2. ჯურჯიჩი), ბობადილია, ჰალილ ალთინთოფი, ტობიას ვერნერი, დონ-ვონ ჟი (46. კაიუბი).
ლევერკუზენი: ლენო, გონსალო კასტრო, თოფრაქი, პაპადოპულოსი, ვენდელი, ჩალჰანოგლუ, როლფესი, ბრანდტი (58. რაინარტცი), სონი (74. ჰილბერტი), ბელარაბი, დრმიჩი (87. კისლინგი).
გაფრთხილება: - პაპადოპულოსი, ბელარაბი, ჰილბერტი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 16(7)-18(12) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 28 154

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 ჰიონი (25), 1:1 ფოლანდი (39)
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, ჰიონი, ტორეხონი, გიუნტერი, დარიდა, ზორგი, კლაუსი, შმიდი, ფილიპი (72. მეჰმედი), გუედე (80. შაჰინი).
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, აბრაჰამი, ბიჩაკჩიჩი, კიმი, რუდი, შვეგლერი (46. პოლანსკი), სალიჰოვიჩი (90. ელიუნუსი), ფოლანდი, რობერტო ფირმინო, მოდესტე (85. შალაი).
გაძევება: ტორეხონი (90+2. ფრაიბურგი)
გაფრთხილება: ფილიპი, გუედე - შვეგლერი, კიმი, სალიჰოვიჩი
კუთხური: 4-1 ჯარიმა: 20-19 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 10(5)-14(5) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 23 800

პადერბორნი-ბაიერნი 0:6
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (24), 0:2 ლევანდოვსკი (37), 0:3 რობენი (63-პენ), 0:4 რიბერი (72), 0:5 ვაიზერი (78), 0:6 რობენი (86)
პადერბორნი: ლ. კრუზე, რაფა ლოპესი (76. ვრანჩიჩი), ციგლერი, ჰიუნემაიერი, ჰაინლოტი, ჰარტერცი, ბაკალორცი (71. პეპიჩი), რუპი, ქოჩი, მეჰა, კაჩუნგა (59. ლაკიჩი).
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია (75. ვაიზერი), ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი (78. დანტე), ჩაბი ალონსო (74. როდე), ალაბა, რობენი, მიულერი, რიბერი, ლევანდოვსკი.
გაძევება: ჰარტერცი (62. პადერბორნი)
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 13(3)-17(9) ბურთის ფლობა: 29%-71%
მაყურებელი: 15 000

კიოლნი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 0:1 ხოსელუ (5), 1:1 უჯა (17)
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ფოგტი, ლემანი, რისე (61. ჰალფარი), პეშკო, უჯა, ოსაკო (87. დეივერსონი).
ჰანოვერი: ცილერი, ჟოაო პერეირა, მარსელო, ს. სანე, ალბორნოსი (74. პანდერი, გიულსელამი, ჰირში, ბრიანი (90+2. ანდრეასენი), შტინდლი, ბიტენკურტი (73. პრიბი), ხოსელუ.
გაძევება: ჟოაო პერეირა (90+1. ჰანოვერი)
გაფრთხილება: ფოგტი, ოლკოვსკი - გიულსელამი, ჰირში, ს. სანე
კუთხური: 2-5 ჯარიმა: 13-19 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 16(7)-7(5) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 47 300

22 თებერვალი
ჰამბურგი-გლადბახი 1:1
გოლები: 1:0 შტიბერი (73), 1:1 ჰრგოტა (90+2)
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, რაიკოვიჩი, ოშტრჩოლეკი, კაჩარი (85. ვესტერმანი), ირაჩეკი, ნ. მიულერი, შტიბერი, გუაიდა (77. გიოტცი), ოლიჩი (25. რუდნევსი).
გლადბახი: ზომერი, კორბი, იანტჩკე, შტრანცლი, ვენდტი, კრამერი (79. ჰრგოტა), ნორდტვეიტი, ჰანი (76. აზარი), ტრაორე (61. რაფაელი), ჰერმანი, მ. კრუზე.
გაფრთხილება: ჯურუ, კაჩარი, ირაჩეკი - ტრაორე, კრუზე, იანტჩკე
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 13-11 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 13(3)-12(2) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 52 105

ვოლფსბურგი-ჰერტა 2:1
გოლები: 1:0 დოსტი (10), 1:1 შიბერი (30), 2:1 დოსტი (74)
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი (46. არნოლდი), ნალდო, კნოხე, როდრიგესი, ტრეში, ლუიშ გუსტავო, ვიეირინია (77. კალიჯური), დე ბრუინი, შიურლე, დოსტი (90. ბენდტნერი).
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ჰეგელერი, ბრუქსი, შულცი, ლუშტენბერგერი, სკიელბრედი, ნდიენგი (73. ბეერენსი), შიბერი, შტოკერი (77. რონი), კალუ.
გაფრთხილება: როდრიგესი - შულცი, შტოკერი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 17(5)-3(2) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 27 683

ბომბარდირები: 16 - რობენი (ბაიერნი); 14 - მაიერი (აინტრახტი); 11 - დოსტი (ვოლფსბურგი); 10 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), დი სანტო (ვერდერი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე), ბელარაბი (ლევერკუზენი), მიულერი (ბაიერნი), გიოტცე (ბაიერნი), ობამეიანგი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური
27 თებერვალი:
ბაიერნი-კიოლნი

28 თებერვალი:
დორტმუნდი-შალკე; ლევერკუზენი-ფრაიბურგი; ჰოფენჰაიმი-მაინცი; ჰანოვერი-შტუტგარტი; ჰერტა-აუგსბურგი; აინტრახტი-ჰამბურგი

1-ლი მარტი:
ბორუსია (მ)-პადერბორნი; ვერდერი-ვოლფსბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული