ფრანკ რიბერი გერმანიის მოქალაქეობის მიღებას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი არ გამორიცხავს გერმანიის მოქალაქეობის მიღებას. 31 წლის ფეხბურთელმა ასევე დაუშვა შესაძლებლობა, რომ მომავალში მისმა ვაჟმა გერმანიის სახელით ითამაშოს. რიბერი "ბაიერნში" 2007 წლიდან გამოდის.

"გერმანიის მოქალაქეობა? რატომაც არა? - მოჰყავს რიბერის სიტყვები სააგენტო AFP-ს. - შემიძლია მიუნხენში დავრჩე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. ჩემი ვაჟი საიფი გერმანიაში დაიბადა და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ამ ქვეყნის ნაკრებში დაიწყოს თამაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული