* ჯეფერსონ ფარფანი 344-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა მინდორზე.
* "ჰანოვერი" ათი ტურია, ვერ ახერხებს გამარჯვებას.
* "დორტმუნდმა" მე-700 გამარჯვება იზეიმა ბუნდესლიგაში.
* შინჯი კაგავამ სექტემბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
* "პადერბორნმა" ბოლო 10 მატჩიდან ცხრაში გოლი ვერ გაიტანა. შინ გუნდს 419-წუთიანი "მშრალი" სერია აქვს.
* "გლადბახი" 20 ქულით მეორე წრის ლიდერია. "ბაიერნი" 19 ქულით მეორე პოზიციაზეა.
26-ე ტურში ორი ცენტრალური მატჩი გვქონდა დაანონსებული და ორივემ გაამართლა მოლოდინი.
მიუნხენის "ბაიერნმა" 2015 წელს მეორე შეხვედრა წააგო, ამჯერად, საკუთარი მოედანზე "გლადბახთან". ცხელ კვალზე, რა თქმა უნდა, რთულია მიზეზებზე ლაპარაკი. შესაძლოა, ეს იყოს რიტმიდან ამოვარდნა, რადგან "ბაიერნს" რვადღიანი პაუზა წელს არ ჰქონია.
მეორე სავარაუდო მიზეზია ზედმეტი თავდაჯერებულობა ან ჩემპიონატში მოტივაციის ნაკლებობა. ასეა თუ ისე, რეკორდმაისტერი მთელი 90 წუთი სრულიად უსარგებლოდ აკონტროლებდა ბურთს და რეალური მომენტიც მხოლოდ ერთი შექმნა, ისიც მაშინ, როცა მატჩის ბედი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო.
არ არის გამორიცხული, უარყოფითი შედეგი გამოეწვია პირველ ტაიმში არიენ რობენის ტრავმასა და მის მოედნიდან გაყვანას. ამ ყველაფრით "ბორუსიამ" შესანიშნავად ისარგებლა. მან სულ ოთხჯერ დაარტყა კარში, ოთხივეჯერ ზუსტად და ორ შემთხვევაში მეფური საჩუქარი მიიღო მანუელ ნოიერისგან. გერმანიის ნაკრების მეკარე რაფაელის იოლ დარტყმებს ვერ გაუმკლავდა და მატჩის მთავარი ანტიგმირი გახდა.
მოკლედ სწორედ ასე შეიძლება ამ მატჩის აღწერა. თუ "ვერდერთან" "ბაიერნმა" შეძლო რობენისა და რიბერის გარეშე მოგება, "გლადბახთან" იგივე არ გამოუვიდა. აბსოლუტურად ამოვარდნილნი არიან ფორმიდან მარიო გიოტცე, ჩაბი ალონსო... ყველაზე კარგად შეტევების ორგანიზება რაფინიას გამოსდიოდა და სწორედ მისი ჩაწოდებების შემდეგ იქმნებოდა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები ზომერის კართან.
"ბაიერნმა" მიმდინარე ჩემპიონატში ექვს მატჩში დაკარგა ქულები, რაც უფრო მეტია, ვიდრე შარშანდელ სეზონში. გვარდიოლას შეგირდებმა წელს ვერც ერთ მატჩში ვერ გაუტანეს "გლადბახს" და ბოლო ოთხ საშინაო მატჩში მხოლოდ ერთხელ ჰყავთ დამარცხებული ეს გუნდი.
* * *
მეორე ცენტრალური მატჩი გელზენკირხენში გაიმართა და ბევრს ეგონა, რომ იქაური "შალკე" ისარგებლებდა "ლევერკუზენის" სავარაუდო დაღლილობით, რაც მადრიდის "ატლეტიკოსთან" 120-წუთიან ბრძოლასა და პენალტების სერიაში წაგებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ დარტყმას უნდა გამოეწვია, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, პირიქით, როჯერ შმიდტის შეგირდებმა გადაურბინეს დასვენებულ მეტოქეს.რობერტო დი მატეომ აღნიშნულ შეხვედრას უწოდა - "მატჩი ექვსი ქულისთვის". მოტივაცია ორივე გუნდს დიდი ჰქონდა: "შალკეს" წაფორხილების უფლება არ ჰქონდა, რადგან ამ შემთხვევაში უკვე ძალიან ჩამორჩებოდა ჩემპიონთა ლიგის ზონას; "ლევერკუზენი" კი დიდი მანძილით ჩამოიტოვებდა უკან ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს.
"შალკემ" მხოლოდ თავიდან იაქტიურა, შემდეგ კი საქმეს სერიოზულად შეუდგა ქარიმ ბელარაბი. ერთხელ მას მოუგო დუელი ველენროიტერმა, მაგრამ მეორე ჯერზე გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მახვილი კუთხიდან ახლო ცხრიანში გაიტანა. ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში. დარჩენილ დროში "შალკე" ცდილობდა, მაგრამ მომენტების რაოდენობა მინიმალური იყო. საქმეს ვერც შეცვლაზე შესულმა ჯეფერსონ ფარფანმა უშველა, რომელიც ამ სეზონში პირველად გამოჩნდა მოედანზე.
"შალკეს" პერსპექტივები, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის მხრივ, მართლაც ბუნდოვნად მოჩანს, რადგან შესაბამის ზონასთან ჩამორჩენა ექვს ქულას უდრის. თან კონკურენტები ბრწყინვალე ფორმაში არიან: "გლადბახი" ექვსი ტურია არ აგებს და "ბაიერნს" მოუგო, "ლევერკუზენმა" კი ბოლო ოთხი მატჩი ისე მოიგო, რომ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.
* * *
ისე გამოვიდა, რომ უღიმღამო და სუსტი თამაშით "ვოლფსბურგმა" ერთი ქულით შეამცირა "ბაიერნთან" ჩამორჩენა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "მგლები" არ იმსახურებდნენ ქულას "მაინცთან", რომელმაც ახალი მწვრთნელის, მარტინ შმიდტის მეთაურობით, 5 მატჩში უკვე 10 ქულა დააგროვა და კომფორტული მანძილით დაშორდა გასავარდნ ზონას."ვოლფსბურგი" ამ მატჩში თავის თავს არ ჰგავდა. დარტყმების შეფარდება იყო 22:8 "მაინცის" სასარგებლოდ, თუმცა მასპინძლებმა ამ 22-დან მხოლოდ ერთხელ მოახვედრეს კარის ჩარჩოში და ანგარიში გახსნეს - ბუნგერტმა თავით გაიტანა კუთხურის შემდეგ. პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდის რამდენიმე კარგი შანსი იყო, მაგალითად, გაისმა ჯარიმიდან ძელს გაარტყა ბურთი.
"მგლებს" კი მეორე ტაიმში ჰქონდათ ერთი კარგი მონაკვეთი, როცა ლუიშ გუსტავოს დარტყმა ძელს მოხვდა, რამდენიმე წუთში კი მანვე ნალდოს პასის შემდეგ ახლო კუთხეში გაიტანა.
* * *
"იუვენტუსთან" მტკივნეულ მარცხს "დორტმუნდზე" არ უმოქმედია. იურგენ კლოპის შეგირდებს ბუნდესლიგაში ორი ნულოვანი ფრის შემდეგ მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი სამი ქულის აღება და წაუგებელი სერიის შვიდ მატჩამდე გაზრდა. მეტოქე ამისთვის მოსახერხებელი ჰყავდა - "ჰანოვერი", რომელსაც ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.მაგრამ თაიფუნ ქორქუთის გუნდი იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდა და მინიმუმ, ტოლ-სწორად ეთამაშებოდა მეტოქეს. მასპინძლებზე არ უმოქმედია თანაბარი თამაშისას ობამეიანგისგან მიღებულ გოლს. "ჰანოვერი" გააქტიურდა და ამან შედეგი გამოიღო - "დორტმუნდის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბიტენკურტმა მარცხენა ფლანგიდან შტინდლს მიაწოდა, რომელმაც კუთხეში ზუსტად დაარტყა. პირველ ტაიმში მასპინძლები უფრო მეტს ფლობდნენ ბურთს (52 პროცენტი), ორთაბრძოლების 65 პროცენტი მოიგეს და დარტყმების რაოდენობითაც აღემატებოდნენ მეტოქეს - 9:3.
როგორც ამ მატჩმა გამოაჩინა, "დორტმუნდის" პრობლემები დაცვაში არსად გამქრალა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ "ჰანოვერი" ზედიზედ ქმნიდა მომენტებს ვაიდენფელერის კართან. ყველაზე რეალური შანსი ხოსელუს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა ცარიელი კარიდან ჰუმელსმა გამოიტანა. მოკლედ, "ბორუსიას" მეტად რთული მეორე ტაიმი ელოდა, მაგრამ მშველელად ბიტენკურტი მოევლინა, რომელმაც ხუთ წუთში ორი ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა. დორტმუნდელებმა ორ წუთში გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა, კიდევ ოთხ წუთში კი ორ ბურთამდე გაზარდეს უპირატესობა. თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო და ბოლოს "ჰანოვერს" შტინდლის დუბლმაც ვერ უშველა.
აღსანიშნავია, რომ "ბორუსიამ" ბუნდესლიგაში მე-700 გამარჯვება მოიპოვა - ის მეხუთე გუნდია, რომელმაც ამგვარ შედეგს მიაღწია. "ჰანოვერის" მდგომარეობა კი სულ უფრო მძიმდება. თაიფუნ ქორქუთის გუნდმა მეორე წრეში მხოლოდ სამი ქულა აიღო და 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
* * *
ბოლოს აუცილებლად უნდა ვახსენოთ "ჰამბურგის" წაგება "ჰერტასთან". საქმე ისაა, რომ ამ მარცხის შემდეგ პოსტიდან დაითხოვეს მთავარი მწვრთნელი ჯო ცინბაუერი. სეზონის ბოლომდე "ჰამბურგს" სპორტული დირექტორი პეტერ კნებელი გაწვრთნის. ის მიმდინარე ჩემპიონატში კლუბის მესამე მწვრთნელია.გერმანია. ბუნდესლიგა. XXVI ტური
20 მარტი
ჰამბურგი-ჰერტა 0:1
გოლი: 0:1 ლანგკამპი (84)
ჰამბურგი: ადლერი, დიკმაიერი (87. ბაისტერი), ჯურუ, კლებერი, ვესტერმანი, ბეჰრამი, ვან დერ ვაარტი (75. ჰოლტბი), ნ. მიულერი, შტიბერი, ილიჩევიჩი (64. ლასოგა), ოლიჩი.
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, ლუშტენბერგერი, ბენ ჰატირა (46. ჰარაგუჩი), შტოკერი (77. ჰეგელერი), ბეერენსი, კალუ (87. შულცი).
გაძევება: კლებერი (81. ჰამბურგი)
გაფრთხილება: ბეჰრამი, ჰოლტბი - ლანგკამპი
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 21-21 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 13(4)-9(3) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 53 640
21 მარტი
ჰანოვერი-დორტმუნდი 2:3
გოლები: 0:1 ობამეიანგი (19), 1:1 შტინდლი (31), 1:2 კაგავა (57), 1:3 ობამეიანგი (61), 2:3 შტინდლი (82)
ჰანოვერი: ცილერი, საკაი (85. ანდრეასენი), მარსელო, ფელიპე, შულცი (72. პრიბი), ს. სანე, ბრიანი (72. ალბორნოსი), კიიოტაკე, შტინდლი, ბიტენკურტი, ხოსელუ.
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, კირხი (58. დუდძიაკი), სუბოტიჩი, ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, კელი, გიუნდოგანი (72. ს. ბენდერი), ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, როისი (90. რამოსი), ობამეიანგი.
გაძევება: ბიტენკურტი (55. ჰანოვერი)
გაფრთხილება: ს. სანე - სუბოტიჩი
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 12-20 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 15(5)-13(6) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 49000
ფრაიბურგი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 შმიდი (71), 2:0 პეტერსენი (84)
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, კრმაში, მიტროვიჩი, გიუნტერი, ზორგი, ჰიოფლერი (89. შუსტერი), კლაუსი, შმიდი (81. დარიდა), მეჰმედი, ფრანცი (65. პეტერსენი).
აუგსბურგი: ჰიტცი, ფოილნერი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, კორი (75. კაიუბი), დონ-ვონ ჟი (70. მატავჟი), ბობადილია, ტობიას ვერნერი, ჯურჯიჩი (46. ჰოიბერგი).
გაფრთხილება: რიტერი
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 16-12 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 15(8)-17(6) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 23 700
შტუტგარტი-აინტრახტი 3:1
გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (51), 1:1 გინჩეკი (63), 2:1 გინჩეკი (66), 3:1 მაქსიმი (80)
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, ჰლუშეკი, გენტნერი, სერეი დიე (53. რომეუ), ჰარნიკი, მაქსიმი, ტიმო ვერნერი (58. კოსტიჩი), გინჩეკი (89. შვააბი).
აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, სამბრანო, მადლუნგი, ოშჩიპკა, ჰასებე, შტენდერა, აიგნერი, ინუი, სეფეროვიჩი, მაიერი.
გაფრთხილება: სერეი დიე, მაქსიმი - სეფეროვიჩი, მადლუნგი
კუთხური: 2-9 ჯარიმა: 16-10 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 9(5)-11(5) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 48 500
კიოლნი-ვერდერი 1:1
გოლები: 0:1 ზელკე (27), 1:1 ლემანი (88-პენ)
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი (58. ოსაკო), მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ფოგტი, ლემანი, პეშკო (73. ჰალფარი), რისე, უჯა, (82. ფინე) დეივერსონი.
ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე, პრიოდლი, ვესტერგაარდი, შტერნბერგი (69. გარსია), ბარგფრედე, ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ბარტელსი, ზელკე (66. იოზთუნალი), დი სანტო.
გაფრთხილება: დეივერსონი, ლემანი - დი სანტო, ფრიტცი
კუთხური: 8-6 ჯარიმა: 14-21 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 14(2)-11(6) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 50 000
პადერბორნი-ჰოფენჰაიმი 0:0
პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი, რაფა ლოპესი, ჰიუნემაიერი, ბრიუკნერი, ციგლერი, ვემერი (70. ქოჩი), რუპი (77. ზაგლიკი/90+2. კაჩუნგა), ვრანჩიჩი, მეჰა, ლაკიჩი.
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი, რუდი, პოლანსკი, ფოლანდი, რობერტო ფირმინო (90. მოდესტე), ელიუნუსი (67. აბრაჰამი), შიპლოკი (59. შალაი).
გაძევება: ბიჩაკჩიჩი (65. ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: რუდი, მოდესტე
კუთხური: 9-4 ჯარიმა: 19-18 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 15(7)-8(2) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 14 401
შალკე-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 ბელარაბი (35)
შალკე: ველენროიტერი, აიჰანი, მატიპი, ნასტასიჩი, ნოიშტედტერი (64. გორეტცკა), ბარნეტა, ჰიოგერი, ფუხსი, მაიერი (78. ფარფანი), ლ. სანე (42. კ-პ. ბოატენგი), ჰუნტელაარი.
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი (46. თოფრაქი), სპაჰიჩი, ვენდელი, გონსალო კასტრო, როლფესი, ბელარაბი, ბრანდტი, სონი (46. ჩალჰანოგლუ), კისლინგი (78. ლ. ბენდერი).
გაფრთხილება: ჰიოგერი, ნოიშტედტერი - ჰილბერტი, პაპადოპულოსი, ბელარაბი, ვენდელი
კუთხური: 4-9 ჯარიმა: 17-16 თამაშგარე: 1-6 კარში დარტყმა: 13(5)-16(7) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 61 973
22 მარტი
მაინცი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ბუნგერტი (7), 1:1 ლუიშ გუსტავო (61)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, პარკი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, კოო, მალი, დე ბლასისი (82. ხარა), ოკაზაკი.
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი (46. პერიშიჩი), კლოზე, ნალდო, შეფერი, ლუის გუსტავო (77. კნოხე), გილავოგი (46. ვიეირინია), არნოლდი, დე ბრუინი, შიურლე, ბენდტნერი.
გაფრთხილება: ლუიშ გუსტავო, არნოლდი
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 10-15 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 22(1)-8(3) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 3 2236
ბაიერნი-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 რაფაელი (30), 0:2 რაფაელი (77)
ბაიერნი: რეინა, რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი, ჩაბი ალონსო (61. როდე), ალაბა, შვაინშტაიგერი, რობენი (24. მიულერი), გიოტცე (70. ლამი), ლევანდოვსკი.
გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, შტრანცლი, დომინგემი, ვენდტი, კრამერი, ჯაკა, ჯონსონი, ჰერმანი (89. ნორდტვეიტი), რაფაელი (81. აზარი), ჰანი (72. კრუზე).
გაფრთხილება: - იანტჩკე, ჰანი
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 14-9 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 16(8)-4(4) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 75 000
ბომბარდირები: 19 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი); 13 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), დოსტი (ვოლფსბურგი); 12 - ობამეიანგი (დორტმუნდი), დი სანტო (ვერდერი), მიულერი (ბაიერნი); 11 - ბელარაბი (ლევერკუზენი).
მომდევნო ტური
4 აპრილი:
ლევერკუზენი-ჰამბურგი; ვოლფსბურგი-შტუტგარტი; ჰოფენჰაიმი-გლადბახი; ვერდერი-მაინცი; აინტრახტი-ჰანოვერი; ფრაიბურგი-კიოლნი; დორტმუნდი-ბაიერნი.
5 აპრილი:
აუგსბურგი-შალკე; ჰერტა-პადერბორნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"