ჟოზუა გილავოგი: დიეგო სიმეონე ხუთ თვეში მხოლოდ ორჯერ მელაპარაკა

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" ნახევარმცველს, ჟოზუა გილავოგის იმედი აქვს, რომ სამუდამოდ დარჩება "მგლების" რიგებში. 24 წლის ფრანგი, რომელიც გერმანულმა კლუბმა ორი წლით იჯარით აიყვანა მადრიდის "ატლეტიკოდან", აღიარებს, რომ მადრიდულ კლუბში მისი იმედი არავის ჰქონდა.

"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ხუთი თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მესაუბრა, - ამბობს "კიკერთან" კომენტარში გილავოგი, რომელიც 2018 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული კონტრაქტით "ატლეტიკოსთან". - დიტერ ჰეკინგთან კი მუდმივი კონტრაქტი მაქვს. მოუთმენლად ველოდები მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმებას. თუ ხელშეკრულებას შემომთავაზებენ, მას დაუყოვნებლივ მოვაწერ ხელს. იმედია, აქ დიდი ხნით დავრჩები".

* * *
"ვოლფსბურგს" გაურკვეველი ვადით გამოაკლდა ნახევარმცველი მაქსიმილიან არნოლდი. ფეხბურთელმა ზურგის ტრავმა მიიღო და ამ მიზეზით დატოვა გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების შეკრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული