მატს ჰუმელსის ტრანსფერს ფასი დაადეს

AutoSharing Option
როგორც გამოცემა "ბილდი" წერს, დორტმუნდის "ბორუსია" არ აპირებს 45 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად მცველ მატს ჰუმელსთან გამოთხოვებას.

უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰუმელსი 41 მილიონ ევროდ გადავიდოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.

თავად მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი მზად არის, დატოვოს "ბორუსიას" რიგები. მიმდინარე სეზონში ჰუმელსმა 17 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და 4 მატჩი - ჩემპიონთა ლიგაზე და ჯამში, ერთი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული