ესპანელს 2016 წლის ზაფხულში უმთავრდება ხელშეკრულება და არ არსებობს იმის გარანტია, რომ პეპი დარჩება "ბაიერნში". ამიტომაც ბუნდესლიგის ჩემპიონმა მოსინჯა ნიადაგი და რამდენიმე პოტენციური კანდიდატი ჩაინიშნა.
არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი პრეტენდენტი იყოს "მაინცის" ყოფილი დამრიგებელი თომას ტუხელი. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც ბუნდესლიგის ბოლო ტურის შემდეგ გახდა ვაკანტური.
ასევე, მიუნხენელთა
* * *
ამასობაში, "ბაიერნის" მცველის, დავიდ ალაბას მამამ და აგენტმა ჯორჯ ალაბამ ამ დღეებში ვენაში მოლაპარაკებები გამართა მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებთან, - იტყობინება ესპანური გამოცემა "მარკა"."სამეფო კლუბის" სამწვრთნელო შტაბი სერიოზულ დაინტერესებას გამოთქვამს გერმანული გრანდის ფეხბურთელზე და ვენაში მოლაპარაკებებიც ამის დადასტურება იყო.
აღვნიშნავთ, რომ ალაბას მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში და გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა არ აპირებს ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელთან გამოთხოვებას.
ამ სეზონში ალაბამ 19 მატჩი ჩაატარა გერმანიის ჩემპიონატში და ორი გოლის ავტორი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"