"ვოლფსბურგი" მარიო მანჯუკიჩის დაბრუნებას აპირებს

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი "ვოლფსბურგი" აპირებს დაიბრუნოს ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი, რომელიც ამჟამად მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობს, - ამ ინფორმაციას "კიკერი" ავრცელებს.

28 წლის ხორვატის აგენტი ჯაკომო პეტრალიტო უკვე შეხვდა ამ საკითხთან დაკავშირებით მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას.

მიმდინარე სეზონში მანჯუკიჩმა 31 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში და 17 გოლი გაიტანა.

მანჯუკიჩი 2010-12 წლების პერიოდში თამაშობდა "ვოლფსბურგში", რის შემდეგაც "ბაიერნში" გადავიდა. გასულ ზაფხულს კი "ატლეტიკოში" გადაბარგდა და ამ გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული