მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგმა ლეგიონერმა ფრანკ რიბერიმ იმედი გამოთქვა, რომ ტრავმის შემდეგ მალე დაუბრუნდება მოედანს.
ნახევარმცველმა 11 მარტს, "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში (7:0) მიიღო დაზიანება და მას შემდეგ მინდორზე არ გამოჩენილა.
"ძალიან დასანანი იყო ტრავმის მიღება, რადგან ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, - ამბობს "ბაიერნის" ოფიციალურ ვებგვერდზე რიბერი. - აქტიურად ვმუშაობ აღდგენაზე. ვვარჯიშობ ველოტრენაჟორზე, სარბენ ბილიკზე...
იმედია, როცა ფეხბურთელები ნაკრებებიდან დაბრუნდებიან, უკვე გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. შევძლებ თუ არა დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ თამაშს? ჯერჯერობით არ ვიცი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
13:52 30-03-2015
ფრანკ რიბერი: იმედია, მალე გუნდთან ერთად ვივარჯიშებ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული