მატს ჰუმელსი: სხვა ჩემპიონატი მინდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" მცველმა მატს ჰუმელსმა განაცხადა, რომ სულ უფრო ხშირად ფიქრობს ძალების მოსინჯვაზე სხვა ქვეყნის ჩემპიონატში.

"საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. სიმართლე გითხრათ, ხშირად ვფიქრობ საკუთარ საფეხბურთო მომავალზე.

მქონდა მოლაპარაკებები "დორტმუნდთან", რამაც გარკვეული შედეგები მოიტანა. მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება ძლიერი გუნდი და საქმისადმი შესაბამისი მიდგომა. თუ ეს არ მოხდება, სხვა კლუბში გადასვლა შესაძლებელი იქნება.

ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, რომ სხვა ქვეყნის ჩემპიონატში მინდა თამაში, მაგრამ ხანდახან საკუთარ თავს იმასაც ვეუბნები, რომ ეს საჭირო არ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარგარეთ თამაში სასარგებლო იქნება
საფეხბურთო თვალსაზრისითა და საერთო განვითარების მხრივ", - მოჰყავს ჰუმელსის სიტყვები "კიკერს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული